ირაკლი კობახიძე: დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას - ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 %-ით

დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას, წინასწარი ღონისძიებების გატარებამ უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი - ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 %-ით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამრიცხველიანების პროცესის დასრულების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება სისტემა, რაც მნიშვნელოვანი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და მომხმარებლებისთვის.

„დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ფართოდ გავაცანით ინფორმაცია. მოხმარება წლის განმავლობაში შეადგენდა 125 მილიონ კილოვატ საათს, როდესაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტში მოხმარება შეადგენს ერთნიშნა მაჩვენებელს, ანუ დაახლოებით ათმაგი და თორმეტმაგი იყო მოხმარება მუნიციპალიტეტში, იყო მაინინგის კონკრეტული პრობლემა.

უკვე გატარდა წინასწარი ღონისძიებები, რამაც მოგვცა ხელშესახები შედეგი. ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 პროცენტით, წინასწარი ზომების გატარების შედეგად. როდესაც დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი, რა თქმა უნდა, მთლიანად მოწესრიგდება სისტემა, რაც მნიშვნელოვანი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და მომხმარებლებისთვის“,- აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782466732

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი, დაიზოგა წლიურად 374 000 ლარი, ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი

სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. დაიზოგა წლიურად 374,000 ლარი. ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი, -...

ირაკლი კობახიძე

1782466672

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი

საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1782466628

საზოგადოება

პრემიერი: 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. 2026-28 წლებში დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე

1782466269

საზოგადოება

პრემიერი: 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი

ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობი...

 ირაკლი კობახიძე

1782466142

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოს...

ირაკლი კობახიძე