ირაკლი კობახიძე გახარიასა და „ლელოზე“: რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი

„რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში გახარიასა და „ლელოსთან“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათ აქვთ დავალება, რომ არ უნდა აღიარონ ხელისუფლების არც საშინაო პოლიტიკური და არც საგარეო პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ასეთ პირობებში თანამშრომლობას აზრი არ აქვს.

„არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღიარონ არჩევნების დემოკრატიულობა. საპარლამენტო არჩევნები იგულისხმება პირველ რიგში, თვითმმართველობა ამ კუთხით ნაკლებად აქტუალურია და მიჰყვებიან ამ დღის წესრიგს. ისინი დღემდე არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. გახარიას პარტია ბოიკოტს შეცდომად მიიჩნევს, მაგრამ არჩევნები დემოკრატიული იყოო, დღემდე არ წამოსცდენიათ. წამოსცდა ის, რომ თვითონ არ მიუღია იმაზე მეტი ხმა, ვიდრე დაფიქსირდა ცესკოს მონაცემებით, მაგრამ არ აღიარებს ცესკოს ლეგიტიმურობას, იმიტომ, რომ დავალება აქვს ასეთი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, დღემდე აცხადებენ ეს ადამიანები, რომ რუსული ხელისუფლება ჰყავს ამ ქვეყანას, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, ხელისუფლების რუსულ ხელისუფლებად გამოცხადება ნიშნავს მისი საგარეო პოლიტიკური კუთხით ლეგიტიმაციის არაღიარებას. ამ პირობებში რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ამას როცა არ აღიარებ, როგორ უნდა შედგეს თანამშრომლობა. ვერც ისინი შეძლებენ, რადგან მათ სხვა დავალება აქვთ. მათი დავალებაა, განაგრძონ შეძლებისდაგვარად საბოტაჟი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, გვყავდეს ჯანსაღი ოპონენტი. იგივე კორუფციაზე ჩვენ გვჭირდება დახმარება. ნეტავ, ვინმემ მოგვიტანოს კონკრეტული ფაქტები, რაზეც არის ეჭვები. არავითარი ამდაგვარი, ეს არც აინტერესებთ საერთოდ. იქნებ რაღაც არასწორად ან უხარისხოდ კეთდება, ნეტავ, ვინმემ მოგვიტანოს, ნეტავ ვინმემ მომიტანოს პირადად მე ასეთი რამ, რაც გამიადვილებს შემდეგ ჩარევას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788802681

მსოფლიო

სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...

სტივ უიტკოფმა

1788801303

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს

საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...

ალექსანდრე დარახველიძე

1788798869

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...

თამარ იოსელიანი

1788797071

ახალი ამბები

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.  მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1788795593

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი