ირაკლი კობახიძე: გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და საქართველოს შეუძლია გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის, შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ

„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა თვალსაზრისით“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს შეუძლია, გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის, შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული

„ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებულები ჩვენი კავშირების გაფართოებაზე. ძალიან ვაქტიურობთ, მათ შორის, აზიის მიმართულებით. გვქონდა ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი და შეხვედრა. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობები, ასევე, ჩვენს სამეზობლოსთან, აზერბაიჯანთან სომხეთთან, თურქეთთან და კიდევ ღრმად გვინდა, განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა თვალსაზრისით. ასევე, ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ესეც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, იმისათვის, რომ ჩვენ დავაინტერესოთ მრავალი ქვეყანა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. საქართველოს შეუძლია, გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის. შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან ის არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა.

„სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. ის არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა. აქვს საუკეთესო გამოცდილება ბევრ სფეროში. ავიაციის მიმართულებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით. ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება ამ თანამშრომლობის გაღრმავება, პირველ რიგში, იმისათვის, რომ უკეთ ავითვისოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი. ჩემს კოლეგებს, მინისტებს ჰქონდათ შეხვედრები საკუთარ სინგაპურელ კოლეგებთან. როგორც ეკონომიკის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრს. მათაც ჰქონდათ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებასთან. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ახლო მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784802492

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყოფილმა ელჩმა ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს და იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას

„ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით“, - ამის შესახებ საქართვ...

ირაკლი კობახიძე

1784802282

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით

„სინგაპურში ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ბიზნესებს შორის ურთიერთობებსა და საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე

1784796819

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: ეტყობა, კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო „სპისოკი“, იმ „სპისოკში“ არ ეწერა სააკაშვილი, იქიდანაც კი ჩამოწერილია და სერიოზულად არ აღიქვამენ

მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ სიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რონ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანას პოლიტპატიმრები...

ირაკლი ზარქუა

1784794613

საზოგადოება

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ონისე ოქრიაშვილს ჰკითხა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე, მეტი საგინებელი ვერავინ ნახე შე არაკაცო, ყველაფერი ქართული რატომ გეზიზღებათო

ონისე ოქრიაშვილის თავდამსხმელის ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ოქრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოდკასტში, ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყ...

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი

1784794331

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ოქრიაშვილმა დუმბაძეს გამიზნულად აგინა - პასუხი, რაც ლიბერალმა აკაცუკმა ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ თავში ერთი-ორი წამოთაქება არ უნდა გაგიკვირდეს, როცა დიდებული ნაწარმოებების ავტორს, თანაც გარდაცვლილს, საჯაროდ აგინებ

„ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა „ნოდარ დუმბაძის გული მო...ან“ სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და „ჰიპოტეტური“, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამ...

ჯაბა ხუბუა