პრემიერი: სინგაპურში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, შევჯერდით, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება
„სინგაპურში შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.
„ვასრულებთ ვიზიტს სინგაპურში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.
ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური თანამშრომლობა სინგაპურთან და ასევე, გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა არის დიდი პოტენციალი და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. წელს პირველი თვეების განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები. დაახლოებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი საქართველოდან. გვინდა, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად წავახალისოთ.
გვქონდა ასევე საუბარი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის არის განათლების, ჯანდაცვის სფერო. აქ სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო. ბუნებრივია, ამას გავითვალისწინებთ რეფორმების გატარების დროს.
ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ გაღრმავდება ურთიერთობები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება მოლაპარაკებები ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით და გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სინგაპურს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1784802492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყოფილმა ელჩმა ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს და იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას
„ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით“, - ამის შესახებ საქართვ...
1784802282
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით
„სინგაპურში ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ბიზნესებს შორის ურთიერთობებსა და საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1784796819
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: ეტყობა, კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო „სპისოკი“, იმ „სპისოკში“ არ ეწერა სააკაშვილი, იქიდანაც კი ჩამოწერილია და სერიოზულად არ აღიქვამენ
მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ სიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რონ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანას პოლიტპატიმრები...
1784794613
საზოგადოებაონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ონისე ოქრიაშვილს ჰკითხა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე, მეტი საგინებელი ვერავინ ნახე შე არაკაცო, ყველაფერი ქართული რატომ გეზიზღებათო
ონისე ოქრიაშვილის თავდამსხმელის ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ოქრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოდკასტში, ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყ...
1784794331
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: ოქრიაშვილმა დუმბაძეს გამიზნულად აგინა - პასუხი, რაც ლიბერალმა აკაცუკმა ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ თავში ერთი-ორი წამოთაქება არ უნდა გაგიკვირდეს, როცა დიდებული ნაწარმოებების ავტორს, თანაც გარდაცვლილს, საჯაროდ აგინებ
„ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა „ნოდარ დუმბაძის გული მო...ან“ სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და „ჰიპოტეტური“, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამ...


























