ირაკლი ზარქუა: ეტყობა, კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო „სპისოკი“, იმ „სპისოკში“ არ ეწერა სააკაშვილი, იქიდანაც კი ჩამოწერილია და სერიოზულად არ აღიქვამენ
მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ სიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რონ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.
ზარქუამ, ასევე, შეაფასა „ენმ“-ისა და მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილება, რომ სიაში სააკაშვილი ვერ მოხვდა.
ზარქუას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველას „ჩამოწერილი ჰყავს“.
„ჩვენი მმართველობის დროს, საქართველოს არც ჰყოლია და არც ეყოლება პოლიტპატიმარი. ადამიანი იხდის სასჯელს კონკრეტული დანაშაულების გამო, რომლებიც დამტკიცებულია მტკიცებულებებით. ეტყობა კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო „სპისოკი“ იმ „სპისოკში“ არ ეწერა სააკაშვილი, ანუ ჩამოწერილია, იქიდანაც კი ჩამოწერილია და სერიოზულად არ აღიქვამენ.
მგონი, ბელადის აღზევება წარსულს ჰბარდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაშიც“, იქაც კი არ აღიარებენ უკვე. ახლა ამ კაცმა, რა ქნას, არც აქანა მიიღონ, არც იქანა დარჩეს?! - დარჩა ასე, „ლუზერად“, რაც იყო თავიდან ბოლომდე.
შენ როდესაც შენი ქვეყნის, ხალხის, ტრადიციებისა და ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრებ, ბუნებრივია, შენებიც კი მიგატოვებენ. ეს „უსამშობლოები“ კაპიტანი გიგაური და მისი მთელი აგენტურა, ისინიც კი არ გაგითვალისწინებენ, რადგან ჩამოწერილი, „ლუზერი“ კაცი არავის არ სჭირდება. მგონი, მხოლოდ ქალბატონი ნანულა შერჩა“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
1784792317
საზოგადოებასამართალდამცველებმა ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გა...
1784791593
ახალი ამბებიპოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირ...
1784791464
საზოგადოებაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა. შ...
1784789050
საზოგადოება„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ მედიასთან ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც გუშინ, 22 ივლისს, თბილისში, ვერაზე დაჭრეს. მისი განცხადებით,...
1784787677
საზოგადოებაგერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს
გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს. შესაბამისად, კარტოზია 7-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება. პარალელ...



























