ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 000-ზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ - 8 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის

 „იგლ ჰილსი“ რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში - ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით პირდაპირ აისახება.

„მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან - „იგლ ჰილსი“ რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 16 000 საცხოვრებელი სახლის ან ბინის მშენებლობას; სასტუმროების მშენებლობას 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრითა და აპარტამენტით; საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას. რაც მთავარია, პროექტი პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით. პირველი - დასაქმება - „იგლ ჰილსის“ პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ - 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, რაც ქვეყანაში ბიზნესსექტორის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს;

მეორე - ეკონომიკური ზრდა - პროექტის მხოლოდ პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი;

მესამე - სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა - მშენებლობის დაწყების დღიდან, ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა საშუალოდ სულ მცირე 500 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს პროექტის მოგებიდან დარჩება 33%, რაც საქართველოს ბიუჯეტს 10 წლის მანძილზე დამატებით სულ მცირე 2 მილიარდ ლარს მოუტანს, ეს კი წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი ლარია. გარდა ამისა, „იგლ ჰილსის“ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ახალი ტურისტული პროდუქტების, ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას, რაც განსაკუთრებით აჭარის რეგიონს დაეხმარება, გახდეს 4-სეზონიანი ტურისტული მიმართულება“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763274191

საზოგადოება

პრემიერი: საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე - საქართველოს არაკეთილმოსურნეების ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სიცრუეზეა აგებული

 საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16,000 საცხოვრებელი ს...

ირაკლი კობახიძე /

1763240202

მსოფლიო

პიტერ სიიარტო: უნგრეთი სამშვიდობო ფონდიდან თავის წილს ლიბანის არმიას გადასცემს და არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს

უნგრეთი „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ თავის წილს, 1.5 მილიონ ევროს, ლიბანის არმიის დასახმარებლად გამოიყენებს და არა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინ...

სიიარტო

1763238481

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი ევროკავშირის ელჩის წერილზე: ეს წერილი ადასტურებს იმას, თუ როგორ იტყუება ყოველდღიურად ევროკავშირი, როდესაც ამბობს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა საქართველოს საგარეო საქმტა სამინისტროსთვის ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაგზავნილი წერილი შეაფასა. მან აღნიშნ...

ეკა სეფაშვილი

1763235454

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა გამართა. „დინამო არენაზე“ ჩვენი გუნდის მეტოქე ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, ესპანეთი იყო. მატჩი 0:4 დას...

ეროვნული ნაკრები

1763233905

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება „TV პირველის“ „შაბათის ეთერით“ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური