ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს
„იგლ ჰილსის“ პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, მსხვილი ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი გონიოს იახტ-მარინას, ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში.
„კამპანიაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ შენდება მილიონი კვადრატული მეტრი და ამ მასშტაბის მშენებლობა 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას არ საჭიროებს. ეს თეზისი იმთავითვე ტყუილზეა აგებული, რადგან კრწანისსა და გონიოში 850 ჰექტარ მიწაზე სინამდვილეში არა მილიონი, არამედ 2.4 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობაა დაგეგმილი. საცხოვრებელი სივრცეები უმაღლესი სტანდარტებით შენდება და ის მყიდველს უმაღლესი სტანდარტის რემონტით ბარდება. ამასთან, საცხოვრებელი სივრცეები პროექტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, მეორე ნახევარი კი კომერციულ სივრცეებს ეთმობა, რომლის მშენებლობის ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე გაცილებით მაღალია. მსხვილი ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი გონიოს იახტ-მარინას, ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში. კრწანისის ტყე-პარკს, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია და რომლის რეაბილიტაცია სახელმწიფოს 150 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდებოდა, ახალი მწვანე სივრცეები დაემატება. მთლიანობაში, ეს არ არის სტანდარტული დეველოპერული პროექტი, რომლის ფარგლებში სტანდარტული კორპუსები შენდება და ბინები იყიდება. კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს. ასეთ პირობებში, საქმეში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ ინვესტიციის ჯამი აბსოლუტურად რეალურ გაანგარიშებაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1763274097
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 000-ზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ - 8 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის
„იგლ ჰილსი“ რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში - ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული...
1763240202
მსოფლიოპიტერ სიიარტო: უნგრეთი სამშვიდობო ფონდიდან თავის წილს ლიბანის არმიას გადასცემს და არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს
უნგრეთი „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ თავის წილს, 1.5 მილიონ ევროს, ლიბანის არმიის დასახმარებლად გამოიყენებს და არა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინ...
1763238481
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი ევროკავშირის ელჩის წერილზე: ეს წერილი ადასტურებს იმას, თუ როგორ იტყუება ყოველდღიურად ევროკავშირი, როდესაც ამბობს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა საქართველოს საგარეო საქმტა სამინისტროსთვის ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაგზავნილი წერილი შეაფასა. მან აღნიშნ...
1763235454
სპორტისაქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა გამართა. „დინამო არენაზე“ ჩვენი გუნდის მეტოქე ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, ესპანეთი იყო. მატჩი 0:4 დას...
1763233905
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება „TV პირველის“ „შაბათის ეთერით“ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რე...



























