პრემიერი: ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავლისთვის, „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას
როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით .
პრემიერის თქმით, პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას.
„ერთი მხრივ არავითარი „არაბიზაცია“, არავითარი მიწის გადაცემა უცხოტომელებისთვის, არავითარი მანიპულაციები ინვესტიციის გაანგარიშებისას. მეორე მხრივ - 24 000 ათასი დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, დამატებით 11 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაში, წელიწადში დამატებით 700 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, უმაღლესი სტანდარტების განაშენიანებული სივრცეები კრწანისსა და გონიოში, ახალი შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის, არავითარი ფინანსური ვალდებულება, ფინანსური გარანტია ან არასტანდარტული პირობა პარტნიორ კომპანიასთან მიმართებით, სტიმული სხვა მსხვილი კომპანიებისთვის, ჩადონ მასშტაბური ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ. თუმცა, მთავარია სიმართლე და ვფიქრობ, ასეთ პირობებში, ხელისუფლების და თითოეული ინფორმირებული მოქალაქის არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავლისთვის. პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა პრემიერმა.
1763274191
საზოგადოებაპრემიერი: საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე - საქართველოს არაკეთილმოსურნეების ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სიცრუეზეა აგებული
საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16,000 საცხოვრებელი ს...
1763274097
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 000-ზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ - 8 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის
„იგლ ჰილსი“ რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში - ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული...
1763240202
მსოფლიოპიტერ სიიარტო: უნგრეთი სამშვიდობო ფონდიდან თავის წილს ლიბანის არმიას გადასცემს და არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს
უნგრეთი „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ თავის წილს, 1.5 მილიონ ევროს, ლიბანის არმიის დასახმარებლად გამოიყენებს და არა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინ...
1763238481
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი ევროკავშირის ელჩის წერილზე: ეს წერილი ადასტურებს იმას, თუ როგორ იტყუება ყოველდღიურად ევროკავშირი, როდესაც ამბობს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა საქართველოს საგარეო საქმტა სამინისტროსთვის ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაგზავნილი წერილი შეაფასა. მან აღნიშნ...
1763235454
სპორტისაქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა გამართა. „დინამო არენაზე“ ჩვენი გუნდის მეტოქე ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, ესპანეთი იყო. მატჩი 0:4 დას...



























