სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ისინი შემდგომი გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „სუბოტექსი“, „კეტამინი“, „კლეფედრონი“, „ოპიუმი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795462500

ახალი ამბები

ოპოზიციონერი მიხეილ ზაქარეიშვილი სუროგაციის აკრძალვაზე: თუ რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა - კონსულტაციები საპატრიარქოსთან ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია

თუკი რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის, მაგალითად, კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა, - განაცხადა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, მიხეილ ზაქარეიშვილმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას „ტვ პ...

მიხეილ ზაქარეიშვილი

1795461049

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნატო ბალტიისპირეთში აქტივობების გაძლიერებით კონფლიქტის რისკს ზრდის

ნატო აძლიერებს თავის საქმიანობას ბალტიისპირეთში, რაც ზრდის რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის რისკს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა ვლადისლავ მასლ...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

1795458248

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე დევნილებისთვის გათვალისწინებულ პროგრამაზე: დეკემბრის განმავლობაში ჩვენ უკვე დავიწყებთ ანაზღაურების გაცემას - პროგრამამ მოლოდინს გადააჭარბა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ დევნილებისთვის გათვალისწინებულ პროგრამაზე ილაპარაკა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 000-ლარიან კომპენსაციებს გულისხმობს. როგორც...

მიხეილ სარჯველაძე

1795456055

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა თბილისში MMA-ის აკადემია გახსნა - აკადემიის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი ესწრებოდა

ცნობილმა ქართველმა მებრძოლმა, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა თბილისში MMA-ის აკადემია გახსნა. აკადემიის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა. ინფორმაცი...

მერაბ დვალიშვილ

1795454805

ახალი ამბები

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.   „უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის, ხელვაჩაურის...

 დამეწყრილი გზები