თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ
მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
შარმანაშვილის თქმით, მთელმა ამ პროცესმა აჩვენა ერთადერთი რამ - ძირითადი საკითხები, რომელიც ადასტურებს ამ პარტიების არაკონსტიტუციურობას.
„ეს მათ არ აინტერესებთ, ვინაიდან იციან, რომ იმთავითვე წამგებიანი პოზიცია აქვთ. ამიტომ, მთელი მათი ტაქტიკაა სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ. რა თქმა უნდა, სასამართლოში პროფესიონალები არიან და მათ ამ ხრიკებს იმედია არ აჰყვებიან. არც ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც მეორეხარისხოვან საკითხებზე გადავატანინოთ ყურადღება.
მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ“, - აღნიშნა მან.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის სხდომა 13:00 საათზე განახლდება.
1795498708
საზოგადოება5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის სხდომა 13:00 საათზე განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში, დღეს, 13:00 საათზე 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა განახლდება. ოპოზიციური პარტიები...
1795496663
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ნოემბერს საქართველოში
24 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი...
1795465302
ახალი ამბებიოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა: საპატრიარქოს პოზიცია, სამწუხაროდ, ფარისევლური იყო, სად ნახა საქართველოს საპატრიარქომ ან ხელისუფლებამ, რომ საქართველოში ვინმე სუროგაციით შეწუხდა?
„საპატრიარქოს პოზიცია იყო ფარისევლური... სად ნახეს, რომ ვიღაცა შეწუხდა საქართველოში სუროგაციით“, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძესთ...
1795465078
მსოფლიოTimes of Israel: ირანი აშშ-სგან 290 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს
ირანის სასამართლოებმა აშშ-ს 290 მილიარდი დოლარის ზიანის ანაზღაურება დააკისრეს, - განაცხადა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა. „ჩვენ მოვიპოვეთ გადაწყვეტილებები ირანის შიდა სასამართლოებში, რომელთა...
1795462500
ახალი ამბებიოპოზიციონერი მიხეილ ზაქარეიშვილი სუროგაციის აკრძალვაზე: თუ რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა - კონსულტაციები საპატრიარქოსთან ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია
თუკი რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის, მაგალითად, კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა, - განაცხადა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, მიხეილ ზაქარეიშვილმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას „ტვ პ...



























