ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა: საპატრიარქოს პოზიცია, სამწუხაროდ, ფარისევლური იყო, სად ნახა საქართველოს საპატრიარქომ ან ხელისუფლებამ, რომ საქართველოში ვინმე სუროგაციით შეწუხდა?
„საპატრიარქოს პოზიცია იყო ფარისევლური... სად ნახეს, რომ ვიღაცა შეწუხდა საქართველოში სუროგაციით“, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან საუბარში განაცხადა.
კუკავას თქმით, საქართველოში ბევრად მეტი სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაზეც საპატრიარქო ხმას არ იღებს და აღნიშნა: „სუროგაციის გარდა სხვა საკითხი ვერ მოძებნეს, რაზეც ეპისტოლეთი მიმართავდა საპატრიარქო საპატრიარქოს?“
პოლიტიკოსი ასევე საუბრობს ლეგიტიმაციის პრობლემაზეც. მისი განცხადებით, არა მარტო ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, არამედ ეს პრობლემა საპატრიარქოშიც არის.
„სამწუხაროდ, საპატრიარქოს პოზიცია იყო ფარისევლური. საპატრიარქოს ხმა არ ამოუღია. სად ნახა საპატრიარქომ ან ხელისუფლებამ, რომ ვიღაცა შეწუხდა საქართველოში სუროგაციით. სად ნახეთ ან აქცია ან შეშფოთებული მოქალაქე სუროგაციით.
ნახევარი მილიონი ადამიანი არის შეტანილი მოვალეთა რეესტრში, ბანკები ასახელებენ მოქალაქეებს და საპატრიარქოს ერთი ხმა არ ამოუღია ამაზე. არაბული ქალაქები - რომელზეც გვახსოვს ილია მეორის უმკაცრესი პოზიცია, თუ გაგიგიათ ახლა ამაზე საპატრიარქოს პოზიცია.
პატრიარქი ხმას არ იღებს არაბიზაციაზე. აზარტულ თამაშებზე ვითომ ხმა ამოიღეს, მაგრამ ხელისუფლებამ დააიგნორირა ეს პოზიცია.
რაც არ უნდა დელიკატური თემა იყოს, ვთქვათ პირდაპირ, ლეგიტიმაციის პრობლემა არის საპატრიარქოშიც, არა მარტო ხელისუფლებას აქვს... და აი იფიქრეს - აზარტული თამაშები, აქედან ორი მილიარდი შემოდის და ამას ვერ დაგითმობთ - გამოსახლება? ეს ბოდიში 100 მილიარდიანი ბიზნესია, ამას ვერ დაგითმობთ - არაბიზაცია? ამას 6 მილიარდი შემოაქვს და აგერ სუროგაცია არავის არ ადარდებს, ჩინელებზე და ისრაელის მოქალაქეებზე აკეთებენ ფულს და მოდით ამას დაგითმობთ. ეს იყო ნათქვამი, თორემ „დათა თუთაშხიაში“ რომ არის „სროლა თუ უნდოდა მამაძაღლ ძარნავასო“, რას ჰქვია, ქვეყანაში უამრავი საკითხია, ქართველი ხალხი გაჩანაგების პირასაა მისული და ე.ი. სუროგაციის გარდა სხვა საკითხი ვერ მოძებნეს, რაზეც ხელისუფლებისთვის თავისი თხოვნით და ეპისტოლეთი მიემართა საპატრიარქოს?
ძალიან დიდი ბოდიში, ვიცი რა დაწესებულებაცაა, ვიცი, რომ მორიდებით უნდა ილაპარაკო და ა.შ. მაგრამ იცით, რომ გამოსახლებებზე დავდივარ წლებია, რამდენი დუბინკა მომხვედრია, დახოცეს მევახშეები და ამაზე დუმს საპატრიარქო და თურმე სუროგაცია ყოფილა პრობლემა. სად ნახეს ამ პრობლემით შეწუხებული საქართველოს მოქალაქე ძალიან მაინტერესებს“, - განაცხადა კახა კუკავამ.
1795452175
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: როდესაც ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება საკითხში, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულდება, სწორედ ამიტომ რეგულაციასა და აკრძალვას შორის არჩევანისას უპირატესობა აკრძალვას უნდა მიანიჭო
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სუროგაციის სფეროს სამართლებრივ, სამედიცინო და ეთიკურ რისკებზე ილაპარაკა. მისი თქმით, რისკებს შორისაა ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობის დ...
1795450721
მსოფლიოევროკომისია: პუტინის მოწვევის შესახებ ვიცით, თუმცა მრავალმხრივ მოლაპარაკებებს ვამჯობინებთ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ იციან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევის შესახებ, თუმცა მრავალმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების გამართვაზე არიან ორიენტირებული, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპი...
1795448387
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას? არ ამოვიდა ყელში ეს ვითომ მორალისტებისგან და ვითომ ამ ქვეყანაზე მოფიქრალებისგან „ტიპების“ ძერწვა?- წერს ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში. გეგეჭკორის თ...
1795446398
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება
„ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამა...
1795445553
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის
„დღეისათვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-ს შეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის დ...































