ირაკლი მეზურნიშვილმა ბელგრადში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

14 ოქტომბერს სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის რიგით 65-ე სხდომა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

სხდომაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს: „ხელოვნური ინტელექტის როლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.

„შავი ზღვის რეგიონისთვის თავისი სტრატეგიული მდებარეობით, მრავალფეროვნებითა და მზარდი პოტენციალით ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მოდერნიზაციის, კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის ძლიერი მამოძრავებელი ძალა იყოს. ამის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება მყარი სამართლებრივი ჩარჩო და ძლიერი რეგიონული თანამშრომლობა. საქართველო ციფრულ ტრანსფორმაციას მდგრადი განვითარების ძირითად ელემენტად მიიჩნევს. ჩვენ ამჟამად ეროვნული პოლიტიკის ჩარჩოს შექმნის საწყის ეტაპზე ვართ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სტრუქტურირებული და პასუხისმგებლობიანი გზით გამოყენებასა და განვითარებას წარმართავს. ამ ჩარჩოს მიზანია ინოვაციებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების უსაფრთხოდ დანერგვის ხელშეწყობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ხელოვნური ინტელექტის სარგებელი საზოგადოებაში გაზიარდეს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქართველოს პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება, რომელიც ასახავს, თუ როგორ შეუძლია ჩვენს ქვეყანას ტექნოლოგიების გამოყენება პასუხისმგებლობიანი და მომავალზე ორიენტირებული გზით.

შავი ზღვის რეგიონი მრავალფეროვანი, დინამიკური და მდიდარია ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით.
ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენებას შეუძლია გააძლიეროს თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, მოდერნიზდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა და შეიქმნას ახალი შესაძლებლობები დასაქმებისთვის. ეს პოტენციალი იმ შემთხვევაში იქნება რეალიზებული, თუ ჩვენ შევქმნით მკაფიო და სამართლიან სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლებიც წაახალისებენ ინოვაციებს და ამავდროულად, დაიცავენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის შესახებ შესაბამისი მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები, რომლებიც ოფიციალურად მიმდინარე წლის ნოემბერში ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში ასამბლეის პლენარულ სესიაზე იქნება მიღებული.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდა ასამბლეის რვა წევრი ქვეყნის 50-მდე დელეგატი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760457319

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს: თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს და პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია ის საფრთხეები, რაზედაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს

არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეუთო-ს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუ...

მაკა ბოჭორიშვილი

1760456369

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს ფარგლებში

ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნ...

მაკა ბოჭორიშვილი

1760454111

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს თურქეთში შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს. პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის...

მიხეილ ყაველაშვილი

1760451687

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში

მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ...

მარიამ ლაშხი

1760451503

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი პარტიების აკრძალვაზე: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეს ტერმინი პირობითად დავარქვით 4 რადიკალურ პარტიას, რომლებიც აბსოლუტურად სინქრონში მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეს ტერმინი პირობითად დავარქვით 4 რადიკალურ პარტიას, რომლებიც აბსოლუტურად სინქრონში მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიან