ირაკლი ზარქუა: ტყუილია, ვინმეს თუ ჰგონია, სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, რადიკალურ ოპოზიციას აქვს ვალდებულება, ტირანიის გამო ბოდიში მოუხადონ მოსახლეობას და საზოგადოება შემოირიგონ.

როგორც იგი აცხადებს, ტყუილია, ვინმეს თუ ჰგონია, სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, შერიგება უნდა მოახერხონ მოსახლეობასთან, რომელსაც წლები ატერორებდნენ.

"მგონია, რომ ოპოზიციასთან არაფერი მაქვს შესარიგებელი.

რადიკალურ ოპოზიციას აქვს ვალდებულება, დანარჩენი მოსახლეობა შემოირიგოს – მოინანიონ, ბოდიში მოუხადონ ტირანიის გამო.

მიხეილ სააკაშვილი ჩემ მიმართ ბოდიშს მოიხდის თუ არა, არ მაინტერესებს, რადგან ჩემთვის ის ყოველთვის იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, კორუფციაში იყო ჩართული, ადამიანების უფლებები შელახა, ბიზნესი დაატერორა, ხალხი აწამა, დეპუტატები სცემა.

მიხეილ სააკაშვილი ამის სიმბოლოა და მოინანიებს თუ არა, ჩემთვის ის ისეთად დარჩება, როგორიც არის.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, ეს ტყუილია. შერიგება უნდა მოახერხონ მოსახლეობასთან, რომელსაც წლები ატერორებდნენ.

პატიმარ სააკაშვილს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით.

აქედან გამომდინარე, რაღაც სექტა, გარკვეული ჯგუფი რომ მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ამიტომ არის ქუჩებში 100 კაციანი რაზმებით, რომ დარბიან და არა მრავალრიცხოვანით", – განაცხადა ზარქუამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ფეისბუკ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა.

"უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე.

ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია", – აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 "პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

🔲 169 700 ადამიანს საქართველოს სესხი გაუძვირდა - რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით გაიზარდა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777993249

ახალი ამბები

16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

ფეხბურთში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირი 6-11 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. ტატა მატვეევას გუნდი მასპინძელ აზერბაიჯანს, რუმინეთს...

16 წლამდე გოგონათა ნაკრები

1777992805

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი

ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...

გიორგი გაბუნია

1777992472

ახალი ამბები

სპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა

სპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კუდოს კლუბი საქართ...

 ჩემპიონატი კუდოში გაიმართა

1777990953

ახალი ამბები

მაია ორჯონიკიძე ბოკერიაზე: მიშას პატიმრობა დედის რძესავით შეირგო ამ ნაგავმა და მისმა შიზოიდმა ცოლმა

„ბოკერია თავის შეფს ხელშეუხებლობის გარანტიებს ვისი სახელით აძლევს ეგ გარეწარი?!“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე და იხსენებს გიგა ბოკერიას 2019 წლის განცხადებას, რომლის თქმ...

მაია ორჯონიკიძე

1777988683

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ

„ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, - ამის შესახ...

ლევან მაჭავარიანი