"პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს.

ამის შესახებ განცხადება ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

"ჩვენი შეშფოთება არის ის, რომ პუტინი მემკვიდრეობის პროექტად სინამდვილეში შეიძლება მიისწრაფვოდეს საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ.

ამიტომ ვფიქრობ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთიანობა აშშ-ში, ერთიანობა უკრაინის საკითხზე, ნატოს მოკავშირეებთან, პარტნიორებთან ერთიანობა, საუბარი იმ სერიოზულ შედეგებზე, რომელიც შეიძლება, მოჰყვეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და იმის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ.

არავის სურს ომი, ყველაზე ნაკლებად კი, რუს ხალხს.

რუსი ხალხი იმსახურებს უკეთეს სკოლებს, საავადმყოფოებს, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას.

სწორედ ამაზე უნდა იხარჯებოდეს რუსეთის სიმდიდრე და არა რუსი ბიჭების უკრაინის ფრონტის ხაზზე გასაგზავნად" – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

ამავე თემაზე:

🔲 რაზე ისაუბრეს ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა - ონლაინ შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777995662

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია

ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატია მომარ...

ვატო

1777995310

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ევროკავშირს, რომელმაც გაართულა ურთიერთობა თბილისთან და ბაქოსთან, სურს, წარმოაჩინოს თავისი ინტერესი და თითქოს პოლიტიკური ცენტრი გადაიტანოს ერევნისკენ, თუმცა ეს არც ერევნისთვის იქნება სასარგებლო

ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის შესახებ ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი შეფასებით, ეკონომიკური ნაწილი დაკავშირებული იყო ალტერნატიულ გეოგრაფი...

დავით ქართველიშვილი

1777994248

მსოფლიო

CNN: ამერიკის მოსახლეობა ბენზინგასამართ სადგურებზე ახლა 50%-ით მეტს იხდის, ვიდრე ირანში ომის დაწყებამდე

„ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის ფასმა თითქმის 3 ცენტით მოიმატა და ერთი გალონი (დაახლოებით 3.78 ლიტრი) „რეგულარის“ ტიპის საწვავის საშუალო ფასმა 4.48 დოლარი შე...

ბენზინი

1777993363

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი

ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...

გიორგი გაბუნია

1777993249

ახალი ამბები

16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

ფეხბურთში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირი 6-11 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. ტატა მატვეევას გუნდი მასპინძელ აზერბაიჯანს, რუმინეთს...

16 წლამდე გოგონათა ნაკრები