გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თელოვანის მიმდებარედ, მოქალაქე ნადირობდა ცეცხლსასროლი იარაღით. მუხათგვერდის მიმდებარედ გამოვლენილ შემთხვევაში კი მოქალაქე ნადირობისას გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად აკრძალულ საშუალებას - ფარს (პროჟექტორს) იყენებდა. მას ასევე არ ჰქონდა გადახდილი გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებელი.

ლისის ტბის, მუხათგვერდისა და დიდი ლილოს მიმდებარედ დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის 3 ერთეული აკრძალული საშუალება - ფრინველის მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. „მანოკი“ გამოავლინეს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების აქტიური გამოყენება და დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ნადირობის წესები და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე; ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789458532

ახალი ამბები

მაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო

სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ე...

მაია ბითაძე

1789458503

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი: ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლობიანი თაობით

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს გან...

საქართველოს პრეზიდენტ

1789458310

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ​გახარიების პარტია წარმოადგენს იმ კოლექტიურ ძალას, ვისაც ჩვენ აგენტურულ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, ეს არის ძალა, რომელიც საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ იბრძვის

„გახარიების პარტია წარმოადგენს იმ კოლექტიურ ძალას, ვისაც ჩვენ აგენტურულ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, იგივე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია, რომ რახან დანარჩენ პარტიებზე არის შ...

ლევან მაჭავარიანი

1789456897

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა მაია ბითაძე, მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია

მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაც...

ირაკლი კობახიძე

1789455968

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განათლების სისტემა ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს

ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარ...

მიხეილ ყაველაშვილი