დიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაცია რადიკალების ბოლო მცდელობაა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად

ნინო ლომჯარიას გერმანიის ელჩთან შეხვედრის საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ შეხვედრის ირგვლივ „მალვისა და ფარულობის არჩევა“ საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.

„მათი ზრახვები ვეღარ იმალება, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფსევდოლიბერალები მორიგ შეტევას ახორციელებენ საქართველოს ხელისუფლებაზე“, - აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება, თუმცა, მისი შეფასებით, ეს მცდელობაც შედეგს ვერ გამოიღებს.

„ლომჯარიამ თავიდანვე მალვა და ფარულობა აირჩია გერმანიის ელჩთან შეხვედრისას. მათ ნამდვილად აქვთ დასამალი, რადგან მათი ზრახვები საზოგადოებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ ირჩევენ მალვას - ამ მალვაში სურთ ქვეყანა და საზოგადოება უბედურებაში გარიონ და ამ ფონზე ნახონ პოლიტიკური სარგებელი.

მათი ზრახვები ვეღარ იმალება, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფსევდოლიბერალები მორიგ შეტევას ახორციელებენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ქართულ საზოგადოებას ამზადებენ დარტყმისთვის. ვიზალიბერალიზაცია მათ „შეიარაღებაში“ ბოლო მცდელობაა, რომ საზოგადოებაზე გავლენა მოახდინონ, თუმცა ესეც ფუჭად დასრულდება და შედეგს ვერ გამოიღებს.

როდესაც მალვას ირჩევ, ავტომატურად ჩნდება ეჭვი - „ქურდს ქუდი ეწვის“. ასევეა აქაც: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც ისინი თითქოს აცხადებენ, რომ ქვეყანას ომისკენ არ უბიძგებენ, თუმცა ხშირად წამოსცდებათ, რომ ურჩევნიათ საქართველოში ბომბები ცვიოდეს და ამით პოლიტიკური სარგებელი მიიღონ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772872354

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს მასკატიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილები...

მასკატიმასკატი

1772872167

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ მათ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ

უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. იგი უცხოელ დონორებს კონსტრუქციული...

შალვა პაპუაშვილი

1772871265

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: იგონებენ რაღაც აბსურდებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში - ერთადერთი მიზანია, რომ რაღაცნაირად მოვიდნენ ხელისუფლებაში

ფიქრობენ, რომ მშვიდობის პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და ერთადერთ ხსნას - თავისი გადმოსახედიდან, ხედავენ იმაში, რომ საქართველოში იყოს ომი, არეულობა, უბედურება, - განაცხადა ფრ...

ლევან მაჭავარიანი

1772870728

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ: უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ ფიშერისა და ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: „მხოლოდ ჩემები“

საინტერესოა, „გაძლიერებული შემოწმება“ რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ევროკომისიის რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქ...

ჯაბა ხუბუა

1772870009

საზოგადოება

ვოლსკი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს საქმე - რამდენად მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ მთელი ამ დეზინფორმაციული სტრატეგიის სათავეში ქართული გვარების მქონე ადამიანები არიან

სიცრუის გარდა, კიდევ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ეს არის მანიფესტაცია იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...

გია ვოლსკი