ჯაბა ხუბუა: ნაცმოძრაობის სექტა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამის დასტურია სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერესები დააკმაყოფილა

„ნაცმოძრაობის ფუნდამენტალისტური სექტა და მისი მიმდევრების უდიდესი უმრავლესობა (ალბათ, იშვიათი გამონაკლისები აქაც არსებობენ, თუმცა გამონაკლისი წესს ადასტურებს) საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

მისი განცხადებით, „ნაცსექტანტები და პორწავარდნილი ლიბერფაშისტები“ რომ საზოგადოებისთვის საშიშია, ამას ადასტურებს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მისამართით ღვარძლის ფრქვევა და ამაზრზენი კომენტარები. როგორც ხუბუა აღნიშნავს, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაცსექტისათვის“ ნებისმიერი ადამიანის გასაჭირი მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.

„ამის მკაფიო დასტურია ნაცსექტანტებისა და პირწავარდნილი ლიბერფაშისტების ისტერიკა და ამაზრზენი კომენტარები, იგავმიუწვდომელი სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერესები დააკმაყოფილა. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაცსექტისათვის ნებისმიერი ადამიანის გასაჭირი მხოლოდ ბინძური პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი ამ ფაშისტურ ბრბოს ზუსტად ისე ადარდებს, როგორც კერპთაყვანისმცემელს კერპისათვის შესაწირი ტარიგის ბედი. დიუშენის სინდრომით დაავადებული პაციენტები, ქართული სახელმწიფოს ხელშეწყობით, საჭირო წამლებს მიიღებენ, მაგრამ დედამიწის ზურგზე არ არსებობს წამალი, რომელიც ნაცს ნაცობისგან, ანუ ანტიადამიანობისგან განკურნავს“, - წერს ჯაბა ხუბუა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780589290

საზოგადოება

გენერალური პროკურორი: 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა კორუფციულ დანაშაულებში მხილებულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი

2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მაღალ...

გენერალური პროკურორი

1780587944

საზოგადოება

შაკო ჩაჩანიძე: დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსდებათ და ამ ნიუსზე რა კომენტარებს წერენ ნაცები - ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე ოპოზიციის მომხრეების კომენატრების ე.წ სქრინებს აქვეყნებს, რომლებიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას და კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველ...

შაკო ჩაჩანიძე

1780587367

საზოგადოება

გიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი

2025 წელს ფულის გათეთრების ფაქტზე 73 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. სისხლის სამართლებრივი დევნა 80 პირის, მათ შორის, 8 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. წინა წლებთან შედარებით, მზარდი იყო გა...

გიორგი გვარაკიძე

1780585583

საზოგადოება

თბილისში ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს...

შსს განცხადება

1780583527

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი - ამ ეტაპზე ამერიკა ზუსტად ამ გზას დაადგა

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს ჩვენთან საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი, - განაცხადა „დღის ქრო...

თენგიზ შარმანაშვილი