დიუშენის მქონე ბავშვის მშობელი: დასრულდება ყოველდღიური აქციები, კვირას დაგეგმილი „დიუშენის მარში“ ჩატარდება, ოღონდ ეს იქნება მადლობის მარში

კვირას დაგეგმილი „დიუშენის მარში“ ჩატარდება, ოღონდ ეს იქნება მადლობის მარში, - განუცხადა ჟურნალისტებს დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ყოველდღიური აქციები დასრულდება.

„კვირას დაგეგმილი მარში გაიმართება, რომ მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, მთელ საქართველოს და ასევე ხელისუფლებას, რომელიც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა. ამ გადაწყვეტილებით კი, ჩვენი ბავშვების სიცოცხლე უკვე გადარჩენილია. ყველაზე საუკეთესო გამოსავალს, რაც მივიღეთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლესთან დაკავშირებით, მივაღწიეთ. მინდა, ჩვენს ბავშვებს მივულოცო, რომ ისინი მიიღებენ წამალს. ვულოცავ მშობლებს, რომლებიც ამდენი ხანია, ვიბრძვით და მთელი ჩვენი სიცოცხლე ჩავდეთ ამ ბრძოლაში. მივულოცავ ჩვენს ყველა მხარდამჭერს, რომლებიც ღამეებს ათენებდნენ კანცელარიის წინ, ნერვიულობდნენ, ჩვენთან ერთად აკეთებდნენ ბევრ რამეს. მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს, რადგან ჩვენი გამარჯვება მთელი საქართველოს გამარჯვებაა. აქ არ შეიძლება, რამე ეჭვი გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ვის ეკუთვნის ეს გამარჯვება. ეს გამარჯვება ყველას ეკუთვნის, მთელ საქართველოს.

ჩვენი მოთხოვნა იყო – „წამალი ბავშვებს“ და ჩვენი ბავშვები მიიღებენ წამალს. პირველ რიგში, გადაწყვეტილება მიღებულია ორ წამალზე. რაც შეეხება დანარჩენ ორ მედიკამენტს, განხილული იქნება სამუშაო ჯგუფის ფორმატში ეს მედიკამენტებიც. ასე რომ, ხელისუფლებას ამ ნაწილში ჩვენ ულტიმატუმს ვერ წავუყენებდით, რადგან ჩვენთვის პირველი ორი წამალიც დიდი მიღწევაა. ის ორი წამალი იქნება განხილვებისა და დისკუსიის საგანი. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ კმაყოფილი, ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი. რაც შეეხება თერაპიებს, გამოკვლევები არის უფასო. არის რამდენიმე კვლევა, რომელიც ჯერჯერობით კვლავ არ ფინანსდება, მაგრამ ამაზეც ალბათ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ყველა კვლევა დაფინანსდეს. რაც შეეხება კლინიკურ კვლევებს, ამაზეც შევთანხმდით, რომ რამდენიმე მედიკამენტი, რომელზეც კვლევა წარმოებს, ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება და ჩვენც, რომ ჩვენმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღონ ამ კლინიკურ კვლევებში, რომლებიც იქნება უფასო“, - აღნიშნა წიქარიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენის მქონე ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780587367

საზოგადოება

გიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი

2025 წელს ფულის გათეთრების ფაქტზე 73 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. სისხლის სამართლებრივი დევნა 80 პირის, მათ შორის, 8 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. წინა წლებთან შედარებით, მზარდი იყო გა...

გიორგი გვარაკიძე

1780585583

საზოგადოება

თბილისში ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს...

შსს განცხადება

1780583527

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი - ამ ეტაპზე ამერიკა ზუსტად ამ გზას დაადგა

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს ჩვენთან საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი, - განაცხადა „დღის ქრო...

თენგიზ შარმანაშვილი

1780581516

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში აყვანილი ძაღლები პირვანდელ ლოკაციაზე დაბრუნდებიან

ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა მოყვარულებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან. პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილებ...

 მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში

1780581021

ახალი ამბები

დიუშენის მქონე ბავშვის მშობელი პრემიერთან შეხვედრაზე: შეხვედრაზე მიღწეული იყო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო მუდმივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებით, საუბარია ორ მედიკამენტზე

დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული იყო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო მუდმივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებით, - განუცხადა ჟურნალისტებს მშობელმა ზა...

 ზაქარია გვიშიანი