თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი - ამ ეტაპზე ამერიკა ზუსტად ამ გზას დაადგა
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს ჩვენთან საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ვაშინგტონის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული გზავნილების შეფასებისას.
მან ისაუბრა, რა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომები გააჩნიათ აშშ-ს და ევრობიუროკრატებს.
მისივე თქმით, აშშ-მა გადმოდგა ნაბიჯი და დაიწყო ზრუნვა ურთიერთობების გაჯანსაღებაზე.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს ჩვენთან საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი და ჩამოვართმევთ ხელს. ახლა, ამ ეტაპზე ამერიკა ზუსტად ამ გზას დაადგა და დაიწყო ეს ურთიერთობები. დანარჩენი დეტალებია. ვთქვათ, უილსონმა თავისი ლობისტური შეხედულებების გამო და მერკანტილური, რაღაც ჯგუფური ინტერესების გამო, რა ჰკითხა, მერე როგორ დელიკატურად უპასუხა და ასე შემდეგ. მთავარი ერთია, რომ ამ რადიკალური ოპოზიციის ძალიან დიდმა ნაწილმა ის გზავნილები, რომელიც აშშ-იდან წამოვიდა, ვერ გაიგო და არ გაიგო, რადგან იმ რადიკალურ წრეებთან არიან დაკავშირებულები, რომელიც ამას ეწინააღმდეგებიან. მე მაინც მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ეს საკითხი წინ წაიწევს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ამაზე მეტყველებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კრისტოფერ ლანდაუს სიტყვები. შარმანაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს სამუშაო ვითარება გაგრძელდება და ორივე მხარე მზად იქნება, წინ წასწიოს ურთიერთობის საკითხები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა: „ძალზედ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ ადმინისტრაციაში სხვადასხვა ქვეყანასთან არსებული, რიგ შემთხვევაში წლების განმავლობაში გაყინული, ურთიერთობების გადახედვის თავისუფლება მოგვცა. ვთვლი, რომ ამაში ფასეული შესაძლებლობებია და ვფიქრობ, საქართველო სწორედ ამ რიგშია“.
1780579786
ახალი ამბებისარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე: გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც
გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც არსებობდეს ბავშვების და პ...
1780578781
საზოგადოებასაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანად...
1780578754
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
„დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან, დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლებ...
1780578339
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6647 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6653 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1780578314
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადი...



























