გენერალური პროკურორი: კვლავ აქტუალურია ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება,მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებიან ოჯახური დანაშაულის საქმეებში
2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4585 პირის მიმართ. მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში. 2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია და 90%-დან 94%-მდე მერყეობს.
როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან საერთო სასამართლოების მიერ დაკმაყოფილდა 62%, რაც წინა 5 წელთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მისივე თქმით, 2025 წელსაც გაგრძელდა პროკურორთა სპეციალიზაცია ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, შედეგად, სპეციალიზაციის ტრენინგი გაიარა 21-მა პროკურორმა.
„ოჯახური დანაშაულის რეციდივის კვლევის მიზნებისთვის 2025 წელს შესწავლილია 2018 წლის განმავლობაში ოჯახურ დანაშაულზე დევნადაწყებული სისხლის სამართლის საქმეები, ასევე, იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებმაც განმეორებით ჩაიდინეს ოჯახური დანაშაული. მონაცემების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ დანაშაულის რეციდივის შესაძლო ფაქტორები, შევაფასოთ ოჯახურ დანაშაულზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ეფექტიანობა, აგრეთვე, კვლევასა და ანალიზზე დაყრდნობით სამომავლოდ შემუშავდეს სწორი და ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა.
2025 წელს კვლავ აქტუალური იყო ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებოდნენ ოჯახური დანაშაულის საქმეებში, ხოლო სავალდებულო წესით ერთვებოდნენ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ, სსკ-ის 109-ე, 115-ე, 137-141-ე, 143-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებში“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
1780587367
საზოგადოებაგიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი
2025 წელს ფულის გათეთრების ფაქტზე 73 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. სისხლის სამართლებრივი დევნა 80 პირის, მათ შორის, 8 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. წინა წლებთან შედარებით, მზარდი იყო გა...
1780585583
საზოგადოებათბილისში ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს...
1780583527
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი - ამ ეტაპზე ამერიკა ზუსტად ამ გზას დაადგა
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვინც ჩვენთან დაჯდება, როგორც თანასწორ პარტნიორთან და დაიწყებს ჩვენთან საკითხების გარკვევას, ჩვენ მისი მიმართულებით ხელი ყოველთვის გვექნება გაწვდილი, - განაცხადა „დღის ქრო...
1780581516
საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტო: ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში აყვანილი ძაღლები პირვანდელ ლოკაციაზე დაბრუნდებიან
ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა მოყვარულებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან. პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილებ...
1780581021
ახალი ამბებიდიუშენის მქონე ბავშვის მშობელი პრემიერთან შეხვედრაზე: შეხვედრაზე მიღწეული იყო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო მუდმივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებით, საუბარია ორ მედიკამენტზე
დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული იყო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო მუდმივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებით, - განუცხადა ჟურნალისტებს მშობელმა ზა...



























