კახა კალაძე: 4 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და ქალაქის განვითარება შეუქცევადი გახდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ახალგაზრდობასთან და მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და ქალაქის განვითარება შეუქცევადი გახდება.
„ჩვენ, მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, ბევრი პროგრამა განვახორციელეთ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით. მომავალში კიდევ უფრო საინტერესო იდეებს შემოგთავაზებთ. ასევე, თქვენგანაც ველოდებით საინტერესო იდეებს, ხედვებს, რომელთაც პროექტებად ვაქცევთ და განვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის.
მინდა, მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ. 4 ოქტომბერს ჩვენი ქალაქი აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას და შეუქცევადი იქნება მისი აღმშენებლობა, განვითარება, მაგრამ ყველაზე მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა, რადგან მშვიდობას მოაქვს განვითარება, კეთილდღეობა, აღმშენებლობა. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი დღეს ქვეყანაში, ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!”, - განაცხადა კახა კალაძემ.
1757098115
ახალი ამბებიავარია დედოფლისწყაროში - დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლმა გზაზე მიმავალი საქონლისთვის გვერდის ავლა სცადა, რა დ...
1757095415
მსოფლიოსიარტო ტრამპის მოთხოვნაზე: უნგრეთს არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან „სხვა არჩევანი არ აქვს“. უნგრეთ-აზერბაიჯანის ეკონომიკური კომიტეტის სხდომის შე...
1757093113
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ სლოვაკეთში გაზისა და ნავთობის მიწოდებისთვის, თუ ეს რუსული არ იქნება, რადგან ჩვენ ომი გვაქვს, წერტილი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის...
1757091206
საზოგადოებაკახა კალაძე: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი - თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, გააზრებული,...
1757089910
მსოფლიორობერტ ფიცო - სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ
„სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობისკენ“, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რო...