ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: იმდენად აგრესიული დაჯგუფებაა, რომ მზად არიან ერთმანეთი დაჭამონ

ესენი იმდენად აგრესიული დაჯგუფებაა, რომ მზად არიან ერთმანეთი დაჭამონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
ნინო წილოსანმა მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი პრეზიდენტის მხრიდან გონივრული გადაწყვეტილება იყო.
„რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარდებს, ეს არის ის, რომ მთლიანი ოპოზიციური ამომრჩეველი გარკვეულწილად ახლა უკვე „ლელო“-გახარიაზეა მიბმული, რაც ერთი მხრივ ამათ ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა“, სრული განულებისკენ მიჰყავს.
ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ არჩევნები რაიმე ფორმით დისკრედიტირდეს, მათ შორის ის ფაქტი, რომ „ლელოს“ ლიდერები, სწორედ მათი გააზრებული მოქმედების შედეგად ისხდნენ საპატიმროში, ეს ფაქტიც არ ყოფილიყო გამოყენებული ამისთვის, არც შიდა და არც საერთაშორისო სპეკულაციებისთვის, ამიტომ ეს იყო ერთი მხრივ ჰუმანური, მაგრამ ამავდროულად ძალიან გონივრული გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
1757098115
ახალი ამბებიავარია დედოფლისწყაროში - დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლმა გზაზე მიმავალი საქონლისთვის გვერდის ავლა სცადა, რა დ...
1757095415
მსოფლიოსიარტო ტრამპის მოთხოვნაზე: უნგრეთს არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან „სხვა არჩევანი არ აქვს“. უნგრეთ-აზერბაიჯანის ეკონომიკური კომიტეტის სხდომის შე...
1757093113
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ სლოვაკეთში გაზისა და ნავთობის მიწოდებისთვის, თუ ეს რუსული არ იქნება, რადგან ჩვენ ომი გვაქვს, წერტილი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის...
1757091206
საზოგადოებაკახა კალაძე: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი - თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, გააზრებული,...
1757089910
მსოფლიორობერტ ფიცო - სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ
„სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობისკენ“, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რო...