კახა კალაძე: ALDE-ს რეზოლუცია შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის
„მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, - აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს და აკეთებს ანალიზს, თუ რა პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.
„გრძელდება სიცრუის კამპანია. ამ ტიპის რეზოლუციების მიღება პირველი შემთხვევა არ არის და საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, როგორ ხდება მათი მიღება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ანალიზს აკეთებს, თუ რა ხდება, რა პროცესები მიდის არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოში, რეგიონში. შესაბამისად, მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1761568111
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად
„ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...
1761565973
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი
მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი, - განაცხა...
1761565350
საზოგადოებატურისტული კომპანიის მიერ საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით მოქალაქეების მოტყუების გამო 4 ადამიანი დააკავეს. ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს
საქართველოს პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია...
1761564776
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედება
ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედე...
1761563638
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ALDE-ს რეზოლუციაზე: ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ვხედავთ ბრიუსელში, გარკვეული სოვეტიზაცია, საბჭოთა ნიავი, რომელიც ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების კორიდორებში
ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ვხედავთ ბრიუსელში, გარკვეული სოვეტიზაცია, საბჭოთა ნიავი, რომელიც ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების კორიდორებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ...


























