კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე: მათ ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვთ, ისინი პირდაპირ უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების გავლენების გამტარებლები არიან
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ.
მისივე განმარტებით, მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის ქმნიან, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი ნათელია.
„ვიცით, როგორ იქმნებოდა აღნიშნული ქსელი - ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში, რომ ამ ტიპის ორგანიზაციები შექმნილიყო. ნომრიანი აგენტები არიან, ყველაფერი გაშიფრულია. საზოგადოება ფლობს ამ ინფორმაციას, ვინ ვინ არის, გიგაურები და ა.შ. რა არის მათი წარსული, რა დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოზე. ისინი პირდაპირ უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამტარებლები არიან. ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ ჰქონიათ. თუ შეიძლება, ვინმეს უწოდო მოღალატე - არასამთავრობო ორგანიზაციები და ის პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც შემჩნეულები არიან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1780741558
საზოგადოებაგივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ჟენ იოუცუნთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა, თანამშრომლობის გაძლი...
1780739401
საზოგადოებაჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უწყების ხელმძ...
1780738811
საზოგადოებამაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ კონკურსის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პრო...
1780737351
საზოგადოებაშალვა ხაჭაპურიძე: წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი, ახლა ცალსახად უფრო მეტია, მაშინ გამამართლებელი განაჩენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო
წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. არცერთ ადვოკატს ამდენი გამამართლებელი არ ჰქონია, - განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იუთუბ არხზე -„სამართლის ექსპერტი“ ადვოკატის როლზე, გა...
1780735003
ახალი ამბებიავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე - დაღუპულია 1 ადამიანი
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ერთ-ერთ მიკროავტობუსს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი მის წინ მოძრავ მეორე...



























