მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ კონკურსის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პროექტი „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვებში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
„მომავალი თაობების გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში, მშობლებთან ერთად, განსაკუთრებული როლი მასწავლებლებს ეკისრებათ. დღეს, როდესაც გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება და გლობალური გამოწვევები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. მადლობა თითოეულ მასწავლებელს და განათლების სფეროს წარმომადგენელს ამ მნიშვნელოვანი მისიის ერთგულად შესრულებისთვის. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით, მზადყოფნას გამოვხატავთ, მომავალშიც აქტიურად დავუჭიროთ მხარი გარემოსდაცვითი განათლების ხელშემწყობ ინიციატივებს, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ პროექტებსა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მაია ბითაძემ.
2026 წლის კონკურსში 6 გამარჯვებულს სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცა.
პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 4 000-მდე სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი და 8 000-მდე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.
დაჯილდოების ცერემონია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მუნიციპალიტეტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
1780733813
საზოგადოებასაქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაზე სანოტარო სერვისების გაციფრულების საკითხები განიხილა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე ევროკავშირის და საბჭოში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების ნოტარიატების წარმომა...
1780732410
საზოგადოებამარჩინ როსოლოვსკი: საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის, ღალატს ნიშნავდეს - ის შესაძლოა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს
სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი თავის სტატიაში ყურადღებას ამახვილებს „პრორუსული საქართველოს მითზე“. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ს...
1780732349
საზოგადოებამარჩინ როსოლოვსკი: უკრაინის შემთხვევაში ყველაფერი აიხსნება ომით, პოლონეთმა ზედმეტად ხმამაღლა არ დაიცვას საკუთარი ინტერესები, საქართველოს შემთხვევაში, ეს მოთმინება მოულოდნელად ქრება და ცივი ანალიზის ნაცვლად ჩნდება მორალისტური ტონი
მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი, სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ერთი თავი ეთმობა საკითხს - „თავმდაბლობა უკრაინის მიმართ, სიმკაცრე საქართველოს მიმართ“. ის ორმაგ სტანდარტებზე საუ...
1780731765
საზოგადოებამარჩინ როსოლოვსკი: როდესაც კიევი მოთმინებასა და რთული საკითხების მიჩქმალვას მოითხოვს, პასუხისმგებლობისკენ მოწოდებებს ვისმენთ, ხოლო როდესაც იმავე სიფრთხილეს საქართველო საჭიროებს, ვარშავა დასავლურ ბრალდებებს იმეორებს
კიევის მიმართ რბილი, თბილისის მიმართ მკაცრი. სად გაქრა პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესი? - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი. სტატია ეხება პოლ...
1780731011
ახალი ამბებისამართალდამცველების მიერ ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში...



























