გივი მიქანაძემ პეკინის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დელეგაციასთან ერთად პეკინის უნივერსიტეტს ეწვია და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
სტუმრებს უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარემ ხე კუანგცაიმ უმასპინძლა, მათ უნივერსიტეტის საქმიანობა გააცნო და სასწავლო, სამეცნიერო და საერთაშორისო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სტუდენტებისა და აკადემიური
პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ასევე, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო კავშირების გაძლიერების ხელშეწყობას.
გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, პეკინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ქართველ ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ღირებული ცოდნა და გამოცდილება, გაიღრმაონ პროფესიული უნარები და დაამყარონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირები, რაც მათ სამომავლო კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერეს, სადაც სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვეს, სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
უნივერსიტეტში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და საელჩოს წარმომადგენლები.
1780743682
საზოგადოებაკახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციას რეალურად საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდა. ა...
1780742717
საზოგადოებაკახა კალაძე: ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა
„დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, - ასე გამოეხმაურა დ...
1780741558
საზოგადოებაგივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ჟენ იოუცუნთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა, თანამშრომლობის გაძლი...
1780739401
საზოგადოებაჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უწყების ხელმძ...
1780738811
საზოგადოებამაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ კონკურსის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პრო...



























