გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ჟენ იოუცუნთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამინისტროებს შორის მიმდინარე წელს გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ
მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, პირველ შეხვედრას გამართავს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი ქვეყნის სამინისტროების
წარმომადგენლებს აერთიანებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გამყარების ხელშეწყობას, ერთობლივი საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ჩატარებას, განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვეს და სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხორესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და სამინისტროებისა და საელჩოს წარმომადგენლები.
1780737351
საზოგადოებაშალვა ხაჭაპურიძე: წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი, ახლა ცალსახად უფრო მეტია, მაშინ გამამართლებელი განაჩენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო
წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. არცერთ ადვოკატს ამდენი გამამართლებელი არ ჰქონია, - განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იუთუბ არხზე -„სამართლის ექსპერტი“ ადვოკატის როლზე, გა...
1780735003
ახალი ამბებიავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე - დაღუპულია 1 ადამიანი
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ერთ-ერთ მიკროავტობუსს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი მის წინ მოძრავ მეორე...
1780733813
საზოგადოებასაქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაზე სანოტარო სერვისების გაციფრულების საკითხები განიხილა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე ევროკავშირის და საბჭოში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების ნოტარიატების წარმომა...
1780732410
საზოგადოებამარჩინ როსოლოვსკი: საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის, ღალატს ნიშნავდეს - ის შესაძლოა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს
სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი თავის სტატიაში ყურადღებას ამახვილებს „პრორუსული საქართველოს მითზე“. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ს...
1780732349
საზოგადოებამარჩინ როსოლოვსკი: უკრაინის შემთხვევაში ყველაფერი აიხსნება ომით, პოლონეთმა ზედმეტად ხმამაღლა არ დაიცვას საკუთარი ინტერესები, საქართველოს შემთხვევაში, ეს მოთმინება მოულოდნელად ქრება და ცივი ანალიზის ნაცვლად ჩნდება მორალისტური ტონი
მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი, სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ერთი თავი ეთმობა საკითხს - „თავმდაბლობა უკრაინის მიმართ, სიმკაცრე საქართველოს მიმართ“. ის ორმაგ სტანდარტებზე საუ...



























