კახა კალაძე: დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ

ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებაზე რუსეთის შეშფოთებას ეხება.
„ამაზე მიმდინარეობდა საუბარი დიდი ხნის განმავლობაში, რომ თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, რუსეთისთვის ეს იქნებოდა წითელი ხაზები და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ აღნიშნულთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, რომ შევაფასოთ, ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მოგვიწია ძალიან პრინციპული პოზიციის დაკავება, მისი დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ცილისწამება, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული, იყო უამრავი შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება. ეს ყველაფერი იყო იმის გამო, რომ ვიცავდით ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სათავისოდ. პირიქით, ჩვენ გვჭირდება ბევრი მეგობარი, ძლიერი პარტნიორი. საქართველო ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის ამ ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სენატორ სტივ დეინსის ვიზიტს საქართველოში, ჟურნალისტებთან საუბრისას მერი აცხადებს, რომ აშშ-თან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება და მეგობრობა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთობები გადაიტვირთოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით „დიფ სთეითი“ რა განცხადებებს აკეთებდა, როგორ ეპყრობოდა ქართულ სახელმწიფოს, რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენთან მიმართებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, მზად არის, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და გადაიტვირთოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1748694292
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით
„საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით“, - ასე გამოეხმაურ...
1748692644
ახალი ამბებიშს სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრ...
1748689460
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ
„ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა,...
1748687709
საზოგადოებასახელმწიფოს ღირებულებები, ინტერესები და ურთიერთობა დასავლეთთან - გამოცემა El Mundo-ს ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან
ესპანურმა გამოცემამ El Mundo საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ურთიერთობა დასავლეთთან, ქვეყნის ღირებულებები, ინტერესები, პოლიტიკური პროცესები, უცხოური დაფინანსება...
1748684639
ახალი ამბებიავარია ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე - დაღუპულია 1 ადამიანი
ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილ...