კახა კალაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს - გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებში არიან დამნაშავეები

რეზოლუციები ახალი არაა, კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, თუ როგორ ხდება მათი მიღება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუციის შეფასებისას.

მისი თქმით, ქვეყანას რეალურად არ ჰყავს პოლიტპატიმრები - ჰყავს პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებში არიან მსჯავრდებულები.

„მსგავსი რეზოლუციები ახალი არაა. ყველაფერი კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, თუ როგორ ხდება მათი მიღება. მათ არანაირი ფასი არ აქვს და ვიცით, როგორი შინაარსისაც არის. სხვათა შორის, გამჭვირვალობის კანონის, FARA-ს მეშვეობით გახდა ცნობილი, როგორ ხდება რეზოლუციების მიღება. ჩვეულებრივ ფულს იხდიან ამაში და რასაც უნდათ, იმას აწერინებენ. რეალობას რომ შევხედოთ, გამჭვირვალობა - ის კანონი, რომელსაც ებრძვიან, მნიშვნელოვანია, რადგან არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, უცხოეთიდან შემოსული თანხებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით მოდიოდა, მოხმარდეს შიდაპოლიტიკურ პროცესებს, საზოგადოების გახლეჩას, მოძალადეების წახალისებას. ეს ყველაფერი დაუშვებელია და კატეგორიულად მიუღებელია. ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებში არიან დამნაშავეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759488921

საზოგადოება

კახა კალაძე ოპოზიციის მიერ არჩევნების არაღიარებაზე: წარმოუდგენელია, ოპოზიციის ერთი მხარე დამხობით ემუქრება ხალხს, მეორე კი გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურების მუშაობის გაჩერებას აპირებს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ. მისივე განმარტებით, ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების...

კახა კალაძე

1759487905

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან, ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა

„საუბარი დამხობაზე შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას, დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს“, - ამ...

ირაკლი კობახიძე

1759487879

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...

ირაკლი კობახიძე

1759487848

საზოგადოება

პრემიერი: ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან დაკავშირებით

„ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა კანდიდატებს შორის, თუმცა არამარტო, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდი შვი...

ირაკლი კობახიძე

1759487787

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დანიაში ვიზიტისას გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის

„დანიაში ვიზიტის დროს გვქონდა არაერთ, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას“, - ამი...

ირაკლი კობახიძე