კახა კალაძე გდდ-ს სიის გასაჯაროებაზე: ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ეს ინფორმაცია სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ხელში შეიძლება მოხვდეს

დედაქალაქის მერის შეფასებით, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სიის გასაჯაროება არის მძიმე ფაქტი, რადგან აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ხელში მოხვდეს.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება არის მოღალატეობრივი ქმედება.

„ძალიან მძიმეა, როცა ამ ტიპის სიების გასაჯაროება ხდება. ამ სიიდან ბევრი მოქმედი თანამშრომელი არც იყო, ზოგი ყოფილი თანამშრომელია. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ზოგადად ფაქტია ძალიან ცუდი,რადგან ეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში შეიძლება მოხვდეს. ზოგადად ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ძალიან მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვქონდეს.

ხოლო, რასაც ეს გაუბედურებული, გზააბნეული ადამიანები აკეთებენ, არის მოღალატეობრივი ქმედება, თუმცა, დრო გავა და ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მთელი ამ დროის განმავლობაში სიცრუისა და საზოგადოების დაშინების კამპანია მიმდინარეობს. რეალურად, არაფერი მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ გავიმარჯვოთ, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა ყველა მუნიციპალიტეტებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759488921

საზოგადოება

კახა კალაძე ოპოზიციის მიერ არჩევნების არაღიარებაზე: წარმოუდგენელია, ოპოზიციის ერთი მხარე დამხობით ემუქრება ხალხს, მეორე კი გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურების მუშაობის გაჩერებას აპირებს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ. მისივე განმარტებით, ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების...

კახა კალაძე

1759487905

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან, ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა

„საუბარი დამხობაზე შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას, დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს“, - ამ...

ირაკლი კობახიძე

1759487879

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...

ირაკლი კობახიძე

1759487848

საზოგადოება

პრემიერი: ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან დაკავშირებით

„ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა კანდიდატებს შორის, თუმცა არამარტო, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდი შვი...

ირაკლი კობახიძე

1759487787

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დანიაში ვიზიტისას გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის

„დანიაში ვიზიტის დროს გვქონდა არაერთ, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას“, - ამი...

ირაკლი კობახიძე