პრემიერი: ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან დაკავშირებით

„ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა კანდიდატებს შორის, თუმცა არამარტო, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდი შვიდეულის ქვეყნებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო რჩება მუდმივი მზაობის რეჟიმში, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი რაც უკავშირდება მათ შორის საქართველო-ევროკავშირს ურთიერთობებს.
„თუ კი რაიმე კვლევა ეფუძნება ფაქტებს, ყველგან საქართველო არის მოწინავე. თუმცა ამის მიღმა არის პოლიტიკური ინტერესები, ორმაგი სტანდარტები და სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რასაც ვხედავთ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ბიუროკრატების მხრიდან, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მხრიდან. ჩვენ ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა ხედავთ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ ვრჩებით მუდმივი მზაობის რეჟიმში, მუდმივად ვართ მზად იმისათვის, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, რაც უკავშირდება, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირს ურთიერთობებს“, - განაცხადა პრემიერმა.
1759488961
საზოგადოებაკახა კალაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს - გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებში არიან დამნაშავეები
რეზოლუციები ახალი არაა, კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, თუ როგორ ხდება მათი მიღება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღ...
1759488921
საზოგადოებაკახა კალაძე ოპოზიციის მიერ არჩევნების არაღიარებაზე: წარმოუდგენელია, ოპოზიციის ერთი მხარე დამხობით ემუქრება ხალხს, მეორე კი გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურების მუშაობის გაჩერებას აპირებს
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ. მისივე განმარტებით, ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების...
1759487905
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან, ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა
„საუბარი დამხობაზე შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას, დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს“, - ამ...
1759487879
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1759487787
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დანიაში ვიზიტისას გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„დანიაში ვიზიტის დროს გვქონდა არაერთ, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას“, - ამი...