„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს ეხმაურება.

„2020 წლის იანვრიდან, 2023 წლის ოქტომბრამდე ვიკავებდი ენერგეტიკული და სატრანსპორტო აქტივების მფლობელი და მმართველი ჰოლდინგური კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას და ჯგუფში შემავალ ენერგეტიკული კომპანიებს ვმართავდი.

მას შემდეგ, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე, დასაქმებული იყო ჩვენს ორგანიზაციაში - თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია „თელმიკოში“ რიგით იურისტად, ჩავთვალე, რომ მისი კვალიფიკაციის, მეტად სარგებლიანად გამოყენება იყო შესაძლებელი, სხვადასხვა კომპანიების ზედა რგოლის მენეჯმენტში, მათ შორის კერძო მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო კომპანიაში. სწორედ ამ წინადადებით მივმართე მას 2022 წლის ზაფხულში, რაზედაც როგორც განმიმარტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უარი უნდა ეთქვა, რადგან სრული დატვირთვით ვერ დაიკავებდა შეთავაზებულ პოზიციებს, იქვე განხილული იყო კოვიდ-19 -ის რეგულაციების შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმში გარკვეულ პროექტებში ჩართვა. ამ შეხვედრის შემდეგ, დიალოგი აღარ გაგრძელებულა. სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორად კი 2023 წლის ოქტომბერში დავინიშნე - ამ საუბრიდან, თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ.

ბესარიონ ალავიძის მიერ, „ქართუ ბანკის“ და ჩემი სახელის კონკრეტულ კონტექსტში და პერიოდში მოხსენიება არის სიცრუე“, - ნათქვამია ზურაბ გელენიძის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792093540

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ყველა მიჩვეულია, რომ ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა

„ყველა მიჩვეულია, რომ, ტრადიციულად, უმრავლესობის სხდომა ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე, და როდესაც სხვა თარიღი დასახელდა, ამან მითქმა-მოთქმა გამოიწვია , - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო...

ირაკლი კირცხალია

1792091717

ახალი ამბები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვი...

მთავარი არხის დირექტორი

1792089497

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლ...

პროკურატურა პროკურატურა

1792088757

ახალი ამბები

ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია

1792086808

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...

ირაკლი კობახიძე