კახა კალაძე: ხალხი ანალიზს აკეთებს, ვინ ვინ არის, ვინ რა პოლიტიკას ახორციელებს და ვინ ვის ინტერესს ემსახურება - ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვერ აკომპლექტებს, რაც იმის ნიშანია, რომ მათ გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ქართველი ამომრჩეველი კარგად ხედავს, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესს ემსახურება.

„ოპოზიციური პარტიების მხრიდან კანდიდატების არდაყენება იმაზე მიუთითებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არანაირი შესაძლებლობა, მხარდაჭერა არ აქვთ. ყველანაირად დემოტივირებული, რესურსობრივად განულებულები არიან. ქართველი ხალხი ხომ ხედავს და გრძნობს ამ ყველაფერს? დღეს ხომ არ არის 2012 წლამდე არსებული პერიოდი, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ტელევიზია, სააგენტოები. სოციალური მედია შეიძლება მაშინ არ იყო, დღეს კი უკვე სხვადასხვა პლატფორმა არსებობს და ადამიანი ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე აბსოლუტურად ყოველგვარი პრობლემის გარეშე იღებს. ხალხი ანალიზს აკეთებს, ვინ ვინ არის, ვინ რა პოლიტიკას ახორციელებს და ვინ ვის ინტერესს ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერობის, ისე საკრებულოს დონეზე, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„მეამეყება, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვემსახურებით. ქართველი ხალხი არის ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, მათ უფლებებს დავიცავთ ყველგან, სადაც და როგორც არ უნდა ვიყოთ. შესაბამისად, ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია. იციან, რომ დამარცხებულები არიან ყველგან. ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერობის, ისე საკრებულოს დონეზე, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757588532

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ჩარლი კირკის მკვლელობაზე: ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის, საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის ჩარლი კირკის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც პრემი...

ირაკლი კობახიძე

1757588236

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი „მეგობარ აქტზე“: ნებისმიერ შემთხვევაში ამ აქტს ვუყურებთ როგორც მტრულ აქტს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში

ნებისმიერ შემთხვევაში ამ აქტს ვუყურებთ როგორც მტრულ აქტს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა...

ლევან მახაშვილი

1757585764

საზოგადოება

მარტვილის მუნიციპალიტეტში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ინფორმაციის მი...

ძაღლის ცოფი

1757584465

ახალი ამბები

მაია ბითაძე: გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა

გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განა...

მაია ბითაძე

1757584001

საზოგადოება

კახა კალაძე: დაკავებულს პატიმრობა შეეფარდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან საარჩევნო შტაბის შენობაზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქ...

კახა კალაძე