კახა კალაძე პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“: ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ - რაღაც ანალიზი გააკეთეს და მიხვდნენ, რომ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სისულელე იყო
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტში საკუთარი მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პარლამენტს ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მიანიჭა.
„რა თქმა უნდა, გახარიას პარტია ლეგიტიმაციას ვერ მისცემს პარლამენტს. მას ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი, ქართველმა ხალხმა კი უკვე მისცა ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, პარლამენტს. კონკრეტულ პარტიას რაც შეეხება, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ოპოზიციურ სპექტრს და იმ მოღალატე აგენტურას თუ შევხედავთ, მაინც ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ - რაღაც ანალიზი, შეფასებები გააკეთეს და მიხვდნენ, რომ სისულელე იყო პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამით თვითონ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ზიანდებოდნენ. „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს ამით არაფერი დაჰკლებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1761568111
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად
„ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...
1761565973
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი
მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი, - განაცხა...
1761565350
საზოგადოებატურისტული კომპანიის მიერ საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით მოქალაქეების მოტყუების გამო 4 ადამიანი დააკავეს. ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს
საქართველოს პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია...
1761564776
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედება
ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედე...
1761563638
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ALDE-ს რეზოლუციაზე: ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ვხედავთ ბრიუსელში, გარკვეული სოვეტიზაცია, საბჭოთა ნიავი, რომელიც ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების კორიდორებში
ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ვხედავთ ბრიუსელში, გარკვეული სოვეტიზაცია, საბჭოთა ნიავი, რომელიც ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების კორიდორებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ...


























