კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება

თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ კიკნაძესთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროცესში, ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომელიც ძველი თბილისის X-XI საუკუნეებით დათარიღებულ კერამიკის სახელოსნოს წარმოადგენს.

ფაქტის გამოვლენისთანავე, აღნიშნულ არეალში თბილისის მერიის მიერ დაუყოვნებლივ შეჩერდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. საკითხის შესახებ ეცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მათი რეკომენდაციის საფუძველზე, ისტორიული ძეგლის შესწავლის მიზნით, არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა.

„რუსთაველის გამზირის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რა დროსაც ადგილზე არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მაშინვე შევაჩერეთ რეაბილიტაცია და არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. საუბარია X-XI საუკუნეების აღმოჩენებზე, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. დაველოდებით შესაბამისი სამუშაოების დასრულებას. სხვა მონაკვეთებს რაც შეეხება, გამზირზე პირველი, რაც კეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაა იმისთვის, რომ აღნიშნულმა ინფრასტრუქტურამ ათეულობით წელს გაუძლოს. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე პრობლემები არ არის. არქეოლოგიური აღმოჩენის გამო მხოლოდ ერთ მონაკვეთზეა შეჩერებული სამუშაოები, თუმცა ძალიან სწრაფად მუშაობენ. ამ დროის მონაცემებით, არ
გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება. თუ ამის საჭიროება და აუცილებლობა იქნება, ამაზეც ვისაუბრებთ. რაც შეეხება ბიზნესსექტორს, მომართვა არ გვქონია. გამზირზე ფეხით გადაადგილება არ არის შეზღუდული, თუმცა თუ ბიზნესსექტორს აქვს შეხვედრის სურვილი, მზად ვართ, შევხვდეთ. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე კვლევით სამუშაოებს პროფესორი და არქეოლოგი მერაბ ძნელაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგები ახორციელებენ. სპეციალისტები აღმოჩენილ არტეფაქტებს შეისწავლიან, კვლევების დასრულების შემდეგ კი, მასალა სათანადოდ დამუშავდება, პირვანდელი სახით აღდგება და თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდება.

ისტორიული ადგილი, რომელიც თავის დროზე ე.წ. აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენდა, ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით,
რადგან გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ქალაქის შუა საუკუნეების ცხოვრების, ხელოსნობისა და ურბანული განვითარების შესახებ არსებული ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

ადგილზე ასევე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე იმყოფებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788802681

მსოფლიო

სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...

სტივ უიტკოფმა

1788801303

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს

საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...

ალექსანდრე დარახველიძე

1788798869

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...

თამარ იოსელიანი

1788797071

ახალი ამბები

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.  მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1788795593

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი