შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე, გვაპარებენ წვეთ-წვეთად
ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე და გვაპარებენ წვეთ-წვეთად. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
მისი თქმით, ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმით საქართველოს გაეხსნება სხვა პერსპექტივები.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ პირდაპირ კამპანიას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს ჯერ დაიწყო ბარამიძის განცხადებით, რომელმაც ომის დანაშაულები დააბრალა საქართველოს და ქართველ ჯარისკაცებს 90-იან წლებში მიმდინარე დაპირისპირებისას. შემდეგ გვარამიამ, რომელმაც ისტორიული ტრავმა უწოდა, რომლისგანაც საჭიროა გათავისუფლება და პარალელები გაავლო სომხეთთან და თქვა, რომ მისი შეფასებით, როგორც სომხეთი ყარაბაღის ტრავმისგან გათავისუფლდა და პერსპექტივები გაეხსნა ასე უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენც ამ ტრავმისგან. პირდაპირ გამოჩნდა ამით თუ რა ხედვა აქვთ მათ ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს გაგრძელებაა იმ ხაზის, რომელიც ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდა, მათ შორის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ის, როცა სააკაშვილი ამბობს, რომ „აფხაზებს ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, ის, რომ „შერიგების პოლიტიკას აზრი არ აქვს“, ბოკერიას განცხადება, რომ „შერიგების პოლიტიკა არის ფუჭი“, გვარამიას განცხადება, რომ „ეს არის ტრავმა და ეს ტრავმა ბლოკავს ჩვენს განვითარებას და უნდა მოვიცილოთ და წინ გავიხედოთ“ - ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე და გვაპარებენ წვეთ-წვეთად და ამას დაამატებენ, რაზეც საუბრობენ გვარამია სომხეთთან პარალელებით, რომ ამის სანაცვლოდ რაღაც პერსპექტივები გაიხსნება. ჩვენ გავიხსენოთ, რომ იმავეს ეუბნებიან უკრაინას, რომ კომპრომისზე უნდა წავიდეს თავის ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამით გაეხსნება უფრო მეტი პერსპექტივა განვითარებაში. იმავეს ეუბნებიან მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით და ახლა, როგორც ჩანს მოგვადგნენ ჩვენ. ამას აქედანვე უნდა გაეცეს მკაცრი პასუხი, რომ არანაირი კომპრომისი ჩვენი ქვეყნის მთლიანობით არ იქნება არანაირ მიზანთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას. ასე, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ ვანაცვალებთ არანაირ სხვა მიზანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1788802681
მსოფლიოსტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...
1788801303
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს
საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...
1788798869
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...
1788797071
ახალი ამბებიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...
1788795593
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...































