კახა კალაძე: ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოყვა
თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. მანვე განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს, საჭიროებისამებრ პენიტენციური სამსახურის მიერ შესაბამისი მომსახურება გაეწევათ.
„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, თუ ამის აუცილებლობაა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას გამო, არამედ ყველა პატიმრისთვის. საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა დანაშაულია. ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, მოყვა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს.
„წინასაარჩევნოდ ნებისმიერ პარტიას აქვს შესაძლებლობა კამპანიის წარმოებისა და ამაში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს. გაგახსენებთ, რაც მელიქიშვილის გამზირზე ხდებოდა - ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო შტაბში შემოჭრას ცდილობდნენ, მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, რომ მსგავსი ქმედება კანონით ისჯებოდა. ისინი კი ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი გმირები, რომლებიც რეალურად არ არსებობდნენ. ძალადობრივი ტიპის ქმედებებით, პოლიციელის მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლით, ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით და ა.შ. გმირი ვერ გახდები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1782477578
საზოგადოებაპრემიერი: საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, შეიძლება რაიმე თქვათ სტატისტიკის სამსახურზე, მაგრამ ვერ გაექცევით კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც, მაგალითად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული
საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქსტატზე მინიშნება და საქ...
1782476674
საზოგადოებაირაკლი ზარქუა ოპოზიციას: თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი
მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი, მაშინ იქნებიან კმაყოფილები, საქართველოში ბომბები რომ ცვიოდეს და ფრონტის ხაზი იყოს გახსნილი. ზარქუას თქმი...
1782476605
საზოგადოებალევან მაჭავარიანი გახარიას გუნდის წევრებს: მშვიდობის ფასს რომ ახსენებთ, კარგად დაფიქრდით, ვის ესაუბრებით
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გახარიას გუნდის წევრებს მიმართა და მოუწოდა, მშვიდობაზე საუბრისას, კარგად დაფიქრდნენ, ვის ესაუბრებიან. ლევან მაჭავარიანის გა...
1782476059
ახალი ამბებისგპ „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილე...
1782474993
მსოფლიოსომხური მედია: სომხეთში დააკავეს ოპოზიციონერი, რომელიც სომეხი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას და არჩევნებზე ოპოზიციისთვის ხმის მიცემას კურირებდა
სომეხმა სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი ავეტიკ ჩალაბიანი დააკავეს, რომელსაც ბრალად საზღვარგარეთ მცხოვრები სომხების სამშობლოში დაბრუნების და 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციისთვის ხმი...


























