ლევან მაჭავარიანი გახარიას გუნდის წევრებს: მშვიდობის ფასს რომ ახსენებთ, კარგად დაფიქრდით, ვის ესაუბრებით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გახარიას გუნდის წევრებს მიმართა და მოუწოდა, მშვიდობაზე საუბრისას, კარგად დაფიქრდნენ, ვის ესაუბრებიან.

ლევან მაჭავარიანის განმარტებით, წნეხის, ზეწოლის და შანტაჟის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა, ამაში კი ოპოზიციის არცერთ წევრს წვლილი არ შეუტანია.

მმართველი გუნდის  დეპუტატმა გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პარტიის წევრებს, „გადაგდებაზე“ საუბრისას, იმაზე დაფიქრება მართებთ, რამდენი ადამიანი „გადააგდო“ მათმა ლიდერმა და როგორი ზნის მქონე ადამიანს ემორჩილებიან.

„მშვიდობის ფასს რომ ახსენებთ, კარგად დაფიქრდით, ვის ესაუბრებით. ბოლო 4 თუ 5 წლის განმავლობაში, მიუხედავად უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, შანტაჟის, პირველ რიგში, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ბატონ ირაკლი კობახიძეზე, მთელ ჩვენს გუნდზე, „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცზე, კბილებით დავიჭირეთ და ისე გავიტანეთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და მაგაში გვერდში არავინ არ დაგვიდექით.

სიტყვა „გადამგდებს“ რომ ახსენებთ, ჯერ დაფიქრდით გიორგი გახარიაზე, რამდენი ადამიანი და რამდენი თავისი ძველი თანაგუნდელი ჰყავს გადაგდებული. ი

მასაც გაგახსენებთ, რომ 2021 წლის არჩევნები იყო და პატარა ბავშვებიც გადააგდო, ვინც ამუშავა და ტელეფონს არ პასუხობდა. ეგეც კარგად დაიმახსოვრეთ, როგორი ხასიათის და ზნის ადამიანს ემორჩილებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782479719

საზოგადოება

პრემიერი: წლის ბოლომდე დაგეგმილია სოციალური დახმარების მიმღები 65 ათასამდე ოჯახის მონაცემების გადახედვა, რაც შეეხება დევნილ ოჯახებს, 2012 წლის შემდეგ 45 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული

წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენია ეკონ...

ირაკლი კობახიძე

1782479227

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება, რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებას, მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები

ჩვენ შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება და ეს ეტყობა ქალაქის განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე

1782478582

საზოგადოება

პრემიერი: არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა

არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა შემ...

ირაკლი კობახიძე

1782478227

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა

ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, იყავით და გაგეკეთებინათ, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1782477578

საზოგადოება

პრემიერი: საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, შეიძლება რაიმე თქვათ სტატისტიკის სამსახურზე, მაგრამ ვერ გაექცევით კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც, მაგალითად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული

საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქსტატზე მინიშნება და საქ...

ირაკლი კობახიძე: