ირაკლი კობახიძე: ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა
ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, იყავით და გაგეკეთებინათ, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ მთლიანად გააუქმა პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა პირდაპირი ფორმით ქონების გადაცემას კონკრეტული ადამიანებისთვის.
„ასევე, კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის გადაეცემა ერთ ლარად ქონება, არიან თუ არა ისინი მთავრობასთან დაკავშირებული პირები. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, თუ არ არის კონკრეტული შემთხვევები, მაგალითად, დევნილებისთვის უფასოდ ბინების გადაცემა და ასე შემდეგ, რაც იყო მანკიერი პრაქტიკა. იყავით და გაგეკეთებინათ, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე.
ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა პირდაპირი ფორმით ქონების გადაცემას კონკრეტული ადამიანებისთვის.
შესაბამისად, ამ მიმართულებით კორუფცია თეორიულადაც კი გახდა შეუძლებელი. ყველაფერი გამოდის აუქციონზე, გამჭვირვალე აუქციონზე, რაც არ იყო უზრუნველყოფილი მაშინ, როდესაც თქვენი თავმჯდომარე იყო, მაგალითად, მთავრობის ხელმძღვანელი. იყავით და გაგეკეთებინათ. არ გააკეთეთ, ჩვენ გავაკეთეთ. მადლობა ყურადღებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
1782479719
საზოგადოებაპრემიერი: წლის ბოლომდე დაგეგმილია სოციალური დახმარების მიმღები 65 ათასამდე ოჯახის მონაცემების გადახედვა, რაც შეეხება დევნილ ოჯახებს, 2012 წლის შემდეგ 45 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული
წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენია ეკონ...
1782479227
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება, რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებას, მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები
ჩვენ შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება და ეს ეტყობა ქალაქის განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...
1782478582
საზოგადოებაპრემიერი: არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა
არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა შემ...
1782477578
საზოგადოებაპრემიერი: საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, შეიძლება რაიმე თქვათ სტატისტიკის სამსახურზე, მაგრამ ვერ გაექცევით კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც, მაგალითად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული
საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქსტატზე მინიშნება და საქ...
1782476674
საზოგადოებაირაკლი ზარქუა ოპოზიციას: თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი
მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი, მაშინ იქნებიან კმაყოფილები, საქართველოში ბომბები რომ ცვიოდეს და ფრონტის ხაზი იყოს გახსნილი. ზარქუას თქმი...


























