ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი
მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი, მაშინ იქნებიან კმაყოფილები, საქართველოში ბომბები რომ ცვიოდეს და ფრონტის ხაზი იყოს გახსნილი.
ზარქუას თქმით, ოპოზიციის წევრები სიგიჟეებს იგონებენ, თუმცა არგუმენტირებულ პრეტენზიებს ვერ ასახელებენ.
„ალბათ, თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები და კმაყოფილები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, აქ ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი, ყოველ დღე ვფიქრობდეთ იმისთვის, მეორე დღე გაუთენდება თუ არა საქართველოს.
ალბათ მაშინ იქნებოდით კმაყოფილი, თქვენც და დანარჩენებიც, ვინც იქ დგანან და რევოლუციას უწყობს საკუთარ ქვეყანას. აბა ერთი არგუმენტი ვერ ვნახე, სიგიჟეებს იგონებთ, ერთი პრეტენზია ვერ დაასახელეთ. კმაყოფილი რატომ ხართო? დიახ, კმაყოფილები ვართ.
პრემიერმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შევამცირეთ ეს უმუშევრობა, შემცირდა ეს შეჭირვებული ოჯახების რაოდენობა, მაინც ბევრია გამოწვევა და ამაზე ილაპარაკა. ამაზე ვთქვით.
მე წალენჯიხელი ვარ და ვნახეთ თქვენი კოალიციური მმართველობა ჩემს რაიონში. განახლებული რეგიონების თემაში, ყველა მუნიციპალიტეტმა ფული დაიმატა და თქვენ ისიც ვერ აითვისეთ, ეს არის თქვენი მმართველობის სტილი. კიდევ აქ გამოდიხართ და ხმამაღლა ლაპარაკობთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
1782479719
საზოგადოებაპრემიერი: წლის ბოლომდე დაგეგმილია სოციალური დახმარების მიმღები 65 ათასამდე ოჯახის მონაცემების გადახედვა, რაც შეეხება დევნილ ოჯახებს, 2012 წლის შემდეგ 45 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული
წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენია ეკონ...
1782479227
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება, რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებას, მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები
ჩვენ შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება და ეს ეტყობა ქალაქის განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...
1782478582
საზოგადოებაპრემიერი: არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა
არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა შემ...
1782478227
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა
ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, იყავით და გაგეკეთებინათ, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1782477578
საზოგადოებაპრემიერი: საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, შეიძლება რაიმე თქვათ სტატისტიკის სამსახურზე, მაგრამ ვერ გაექცევით კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც, მაგალითად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული
საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქსტატზე მინიშნება და საქ...


























