კაცს 20-მდე ტყვია გამვლელი მანქანიდან ესროლეს - დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა
ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა გარდაბანში დაჭრილი 37 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. - ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ ყართაკლიაში მოხდა.
მამაკაცს ცეცხლი უცნობმა პირმა გამვლელი მანქანიდან გაუხსნა და 20-მდე ტყვია ესროლა.
რეანიმატოლოგ ირმა სულაქველიძის განმარტებით, მდგომარეობა რჩება კრიტიკული და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
"პაციენტი 37 წლის, სტაციონარში მოყვანილი იქნა ახლობლების მიერ. აღენიშნებოდა თავის არეში თხემის მიდამოში დიდი ზომის ჭრილობა. თავის არეში არის ერთი ჭრილობა მიყენებული, სხეულზე სხვა დაზიანება არ აღენიშნებოდა, კონტაქტური არ იყო. დაწყებული იყო ანტიშოკური თერაპია, შედეგ ნეიროქირურგიული ჩარევა მოხდა. მდგომარეობა რჩება მძიმე, კრიტიკული. მკურნალობა უგრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში,"- განმარტავს რეანიმატოლოგი.
დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე იძებნება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: „რუსთავი 2“
ასევე საინტერესოა:
🔵 ცეცხლი ჩასაქრობია, დისკუსიის დრო არ არის, აუცრელები საფრთხის ქვეშ არიან - გიორგი ფხაკაძე
🔵 "გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე" - ჯანმოს ხელმძღვანელი
1788279677
მსოფლიონეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა
ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...
1788277123
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...
1788276565
ახალი ამბები„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...
1788272453
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...































