ლევან მაჭავარიანი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ეს სერიალები ნანახი გვაქვს, იგივე 2008 წელი და ძალიან კარგად ვაანალიზებთ, რომ ცივსისხლიანი პრაგმატიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ უნდა ამჩატდე და რაღაც დაპირებებს არ უნდა აჰყვე

„ეს სერიალები ნანახი გვაქვს, იგივე 2008 წელი და ძალიან კარგად ვაანალიზებთ, რომ ცივსისხლიანი პრაგმატიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ უნდა ამჩატდე და რაღაც დაპირებებს არ უნდა აჰყვე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

დეპუტატი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებას გამოეხაურა.

„მოვისმინეთ ბატონი ჯონსონის განცხადება, ამაზე კომენტარიც გავაკეთე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი პოლიტიკის ისტორიაში. კარგად გვახსოვს 2022 წელს როდესაც ბატონმა ბორის ჯონსონმა პირდაპირ ჩაშალა ის მიღწეული შეთანხმება, რაც 2022 წლის აპრილში იყო მიღწეული რუსეთსა და უკრაინას შორის და ომი სრულდებოდა უკვე დაწყებიდან სულ რაღაც ორ თვეში. უკრაინა იყო მილიონჯერ უკეთეს სიტუაციაში, ვიდრე დღეს არის. 2023 წელს ბატონი ჯონსონი ატყუებდა უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომ დრო იყო უკრაინის გაწევრების პროცესი დაწყებულიყო ნატოში. გუშინ იყო თუ გუშინწინ მისი განცხადება სადაც პირდაპირ ამხილა თავი და განაცხადა, რომ ესწრებოდა ნატოს გაფართოების შესახებ ყველა შეხვედრას და არცერთ შეხვედრაზე დღის წესრიგში არ იდგა უკრაინის ნატოში გაწევრიანება და პირიქით, დაადასტურა, რომ ეს იყო ცრუ დაპირება.

ეს სერიალები ნანახი გვაქვს, იგივე 2008 წელი და ძალიან კარგად ვაანალიზებთ, რომ ცივსისხლიანი პრაგმატიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ უნდა ამჩატდე და რაღაც დაპირებებს არ უნდა აჰყვე. სულ რომ ბატონ ბორის ჯონსონს ეს ყველაფერი თავისი პირით არ დაედასტურებინა, ვნახეთ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც ხაზგასმულია, რომ ნატო-ს გაფართოება არ იგეგმება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა: „არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო. ნებისმიერ ასეთ წინადადებას დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766152234

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: მკაფიოა ჩვენი ხაზი, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში

„მკაფიოა ჩვენი ხაზი, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უკრაინის შესახ...

მიხეილ ყაველაშვილ

1766152025

საზოგადოება

პრეზიდენტი: „იგლ ჰილსის“ პროექტი ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება ბელგრადში და ამ დროისთვის ქვეყნის ბიუჯეტს მოგება 9 მილიარდამდე მოუტანა. 10 ათასამდე ადამიანია დასაქმებული

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ვიზიტით სერბეთში იმყოფება, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის ანალოგი სერბეთში ხორციელდება. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბელგრად...

მიხეილ ყაველაშვილი

1766150256

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6984 ლარი გახდა.. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6979 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ვალუტის კურსი

1766149915

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...

პროკურატურა

1766149469

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: რა ქაოსი და არეულობაც თბილისისთვის გაიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში

„ხალხის ძალის” დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა - ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ,...

ზურაბ ქადაგიძე