მიხეილ ყაველაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ჩვენ ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად - ჩვენთან მიმართებაშიც. იძულებული ვიყავით, კულუარული ინფორმაციები ზედაპირზე გამოგვეტანა
„ჩვენ ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად - ჩვენთან მიმართებაშიც. იძულებული ვიყავით, კულუარული ინფორმაციები ზედაპირზე გამოგვეტანა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან კომენტარი ბორის ჯონსონის განცხადებაზე გააკეთა, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანების შანსი არც არასდროს ჰქონია.
ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მსგავსი განცხადებები გასაკვირი არ არის და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას მაშინ გვერდით დაუდგნენ.
„ჩვენ ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად - ჩვენთან მიმართებაშიც, კულუარულად. იძულებული ვიყავით, ინფორმაციები ზედაპირზე გამოგვეტანა და ჩვენი საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, თუ რას ითხოვდნენ ჩვენგან. ანალოგიური მოთხოვნა იყო უკრაინასთან მიმართებაში. გახსოვთ, პირველი ეტაპი, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებასთან იყო ახლოს მისული ეს ყველაფერი. შემდეგ, თუ არ ვცდები, არახამია იყო, ვინც გათქვა ეს საიდუმლო საუბარი, რომ ჯონსონი იყო ჩასული უკრაინაში და მან კატეგორიულად მოსთხოვა მათ, რომ არ დათანხმებოდნენ სამშვიდობო ხელშეკრულებას. ჩვენ ეს ყველაფერი შემდეგ გავიგეთ. ანალოგიური დამოკიდებულებით ხდება ყველაფერი - ერთია, საჯაროდ რას საუბრობენ ისინი და მეორეა, რას ახორციელებენ და რას ითხოვენ კულუარულად. ასევე ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამოიტანა“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა: „არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო. ნებისმიერ ასეთ წინადადებას დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა“.
1766152025
საზოგადოებაპრეზიდენტი: „იგლ ჰილსის“ პროექტი ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება ბელგრადში და ამ დროისთვის ქვეყნის ბიუჯეტს მოგება 9 მილიარდამდე მოუტანა. 10 ათასამდე ადამიანია დასაქმებული
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ვიზიტით სერბეთში იმყოფება, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის ანალოგი სერბეთში ხორციელდება. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბელგრად...
1766150256
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6984 ლარი გახდა.. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6979 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1766149915
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...
1766149469
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: რა ქაოსი და არეულობაც თბილისისთვის გაიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში
„ხალხის ძალის” დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა - ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ,...
1766148762
საზოგადოებამეუფე შიო: არ უნდა შეგვეშინდეს ვნებებთან ბრძოლის და არ გვეგონოს, რომ ეს გვართმევს სიხარულს, პირიქით, ეს გვანიჭებს სიხარულს - ვნებებთან ბრძოლის გზა, ეს არის ერთადერთი გზა მიმყვანებელი ნეტარებასთან
ვნებებთან ბრძოლის გზა - ეს არის ერთადერთი გზა მიმყვანებელი ნეტარებასთან... ეს გვანიჭებს სიხარულს. ქრისტიანობამ მოიტანა ნამდვილი სიხარული დედამიწაზე და მუდამ ვევედრებით უფალს, მოგვცეს ეს ნეტარება და სი...



























