მიხეილ ყაველაშვილი: სერბი და ქართველი ხალხი ძალიან აფასებს ერთმანეთს, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ის ბრძოლის მეთოდები, რითაც სერბები საუკუნეებია იბრძვიან, იდენტურია იმისა, რასაც ქართველი ხალხი აკეთებს
„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სერბეთის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს გულთბილი, საქმიანი და პარტნიორული შეხვედრებისათვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და სერბეთი დიდი ხანია ერთმანეთს გულშემატკივრობენ, ეს პირველი ვიზიტი იყო საპრეზიდენტო დონეზე.
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ პირველი ვიზიტია საქართველოს პრეზიდენტის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ხალხი ერთმანეთს დიდი ხანია გულშემატკივრობს. სერბი და ქართველი ხალხი ძალიან აფასებენ ერთმანეთს, როგორც საქართველოში ვაფასებთ სერბებს, ისე აფასებენ აქაც ქართველებს და საქართველოს. რა თქმა უნდა, საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის, რომ ასეთი დამოკიდებულებით არიან შენს მიმართ სხვა ერის წარმომადგენლები. ბევრი საერთო გვაქვს, ერთი სარწმუნოება და ღირებულებები. ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ის ბრძოლის მეთოდები, რითაც ეს ხალხი საუკუნეებია იბრძვის, თითქმის იდენტურია იმისა, რასაც ქართველი ხალხი აკეთებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, მაღალი რანგის შეხვედრებზე სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება განიხილეს.
„რაც შეეხება საქმიან ურთიერთობებს, როგორც საერთო პრესკონფერენციაზე განვაცხადეთ, სულ რამდენიმე ხანში იგეგმება კომისიის შეხვედრა, სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. შევეხეთ სოფლის მეურნეობის საკითხებს, სადაც დიდი ინტერესია, ასევე სამხედრო წარმოებას. ასევე აღსანიშნავია ბელგრადიდან დანიშნული რეისები კვირაში 3-ჯერ. თითქმის სავსეა თვითმფრინავები ორივე მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში ეს ეხება სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებებიც. ასევე შევეხეთ კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო პროცესებს. იგეგმება ასევე ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებით უფრო მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენს ახალგაზრდულ მიმართულებას აქვს უკვე კავშირები და იგეგმება საერთო ბანაკების ერთად წარმოება, რათა სერბი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ საქართველოში და პირიქით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრებზე განიხილებოდა ევროკავშირთან მიმართებით არსებული გამოწვევები.
„რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ გამოწვევებს ამაზეც გვქონდა საუბარი. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ერთიანი მიდგომით ვიყოთ ევროკავშირთან მიმართებით. ჩვენ ორივე ქვეყანა ვთვლით, რომ ვართ სწორედ ევროპის ნაწილი და ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ბრიუსელიდან ხორციელდება ხოლმე ჩვენს მიმართ და ასევე სერბეთის რესპუბლიკის მიმართ, არასამართლიანი დამოკიდებულებაა. ამაშიც არის რიგი თანხვედრები და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და ერთი აზრი გვაქვს. ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნები იმსახურებენ მეტ პატივისცემას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველო მუდმივად ფიგურირებს საერთაშორისო რეიტინგებში და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.
"გუშინ პრეზიდენტმა, ვუჩიჩმაც აღნიშნა, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ ეკონომიკური წინსვლის პარამეტრებით. კვირა არ გავა და თვე არ გავა, რომ საქართველო არ ფიგურირებდეს საერთაშორისო რეიტინგებში , სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება გამჭვირვალობის თემას, მთავრობის მუშაობას, სასამართლო სისტემას, ეკონომიკურ ზრდას და ა.შ და ეს პროცესი გაგრძელდება, ეს ვიცით რომ სიკეთის მომტანია და სწორედ ასეთი
ქვეყნები, რომლებიც ამ პროცესში ჩვენნაირად მოქმედებენ, ძალიან აფასებენ ამ ყველაფერს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1766155415
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: მაკრონის განცხადება იმას ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, გზებს ეძებენ, როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, განცხადებიდან ჩანს, რომ მათ გამოსავალი აღარ აქვთ და გ...
1766155312
საზოგადოებაძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ძებნაში მყო...
1766152234
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: მკაფიოა ჩვენი ხაზი, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში
„მკაფიოა ჩვენი ხაზი, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უკრაინის შესახ...
1766152025
საზოგადოებაპრეზიდენტი: „იგლ ჰილსის“ პროექტი ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება ბელგრადში და ამ დროისთვის ქვეყნის ბიუჯეტს მოგება 9 მილიარდამდე მოუტანა. 10 ათასამდე ადამიანია დასაქმებული
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ვიზიტით სერბეთში იმყოფება, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის ანალოგი სერბეთში ხორციელდება. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბელგრად...
1766150256
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6984 ლარი გახდა.. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6979 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...



























