ლევან მაჭავარიანი: ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და არ აღმოვჩნდით იმ ომში, რომელიც ჩვენი საომარი არ იყო
„სამწუხაროა, რომ ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და არ აღმოვჩნდით იმ ომში, რომელიც ჩვენი საომარი არ იყო“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საქართველო უკრაინის მხარდამჭერ ათასობით რეზოლუციას შეუერთდა და ერთადერთი რაზედაც უარი თქვა, თავისი მოქალაქეების სიცოცხლის გაღება იყო, რაც ევრობიუროკრატიამ ქვეყანას არ აპატია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან იმ დახმარებისთვის, რა დახმარებაც ჩვენ უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. პირიქით, მუდმივად ცრუ ბრალდებები, მცდელობები, რომ ჩვენს საზოგადოებაში აჟიოტაჟი შემოეტანათ, რაღაცნაირად ომში ჩავერთეთ. თუმცა ეს ქვეყანა ომშია და ჩვენ ვაჟკაცურად ვიქცევით, პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებთ და ის კითხვები, რა კითხვებიც დასასმელი იქნება ამ აქტორებთან და რაზედაც პასუხები უნდა მოვთხოვოთ მაგისი დროც დადგება. მაგრამ რაც შეეხება მხარდაჭერას, ათასობით რეზოლუციაა საერთაშორისო არენაზე, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა და ათობით ქვეყანა იკავებდა ამისგან თავს, ვინაიდან არ სურდათ რუსეთის გაღიზიანება.
ჩვენ მხარი ყველაფერში დაჭერილი გვაქვს. 30 ათასამდე უკრაინელი გვყავს შეფარებული, სოციალური დახმარებები დანიშნული, ბავშვებისთვის სასწავლებლები გვაქვს გახსნილი. ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ვიკავებთ მსოფლიოში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ევრობიუროკრატების მხრიდან, ზუსტად იმ დღიდან, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ჩვენ გვესმის მუდმივად, რომ თითქოს რუსეთის მხარეს ვიჭერთ და ა.შ. რაც აბსურდია.
მე ჩამოვთვალე რამდენ რამეში დავუდექით გვერდში, ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და ჩვენ არ აღმოვჩნდით იმ ომში, რომელიც ჩვენი საომარი არ იყო და რა თქმა უნდა ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება 4 წლის განმავლობაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იქნა გამოყენებული „პროქსი ომში“ და რეალურად ეს არის ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის.
1766152234
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: მკაფიოა ჩვენი ხაზი, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში
„მკაფიოა ჩვენი ხაზი, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უკრაინის შესახ...
1766152025
საზოგადოებაპრეზიდენტი: „იგლ ჰილსის“ პროექტი ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება ბელგრადში და ამ დროისთვის ქვეყნის ბიუჯეტს მოგება 9 მილიარდამდე მოუტანა. 10 ათასამდე ადამიანია დასაქმებული
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ვიზიტით სერბეთში იმყოფება, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის ანალოგი სერბეთში ხორციელდება. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბელგრად...
1766150256
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6984 ლარი გახდა.. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6979 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1766149915
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...
1766149469
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: რა ქაოსი და არეულობაც თბილისისთვის გაიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში
„ხალხის ძალის” დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა - ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ,...



























