ლევან მაჭავარიანი: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე.
„რატომ დაესხნენ თავს? ხომ არის არგუმენტები ჩამოთვლილი, რომ რაღაც რუსულ ნარატივს ატარებენ, ხომ? მოდით, „იმედზე“ ვისაუბროთ, ვინაიდან პირველ ადგილზე არის თავისი რეიტინგით, თუ არ ვცდები, ოთხჯერ აღემატება სიდიდით მეორე ადგილზე მყოფ ტელემაუწყებლობას და თუ არ ვცდები, სადღაც 40%-მდე არის ქართველი მაყურებლის ნდობა „იმედისადმი“.
ესე იგი, ამბობენ, რომ „იმედი“ ატარებს რაღაც რუსულ ნარატივს, ხელს უწყობს უკრაინის რაღაც სუვერენიტეტის ხელყოფას და ათასი სისულელე, ხომ? მოდით, აი, თქვენ იყავით მაქსიმალურად კრიტიკული, ეშმაკის ადვოკატი იყავით, უკაცრავად გამოთქმისთვის და გამიწიეთ ოპონირება. მე ვამბობ, რომ ასეთი არაფერი არ ხდება, არც ბატონი ვლადიმერ პუტინის ქებით არ არიან დაკავებული, არც იმას არ ამბობენ, რომ რუსეთი ჩვენი ოკუპანტი არ არის, არც იმას არ ამბობენ, რომ რუსეთი აგრესორი არ არის უკრაინასთან მიმართებაში.
უბრალოდ, ისინი არ იტყუებიან, რაც სჭირდებათ ამ არაფორმალური ოლიგარქიული წარმომადგენლების გავლენებს. ისინი არ იტყუებიან იმას, რომ უკრაინას დაჩქარებული წესით ნატო-ში მიიღებენ. არავინ არ იღებს და არ იტყუება „იმედი“ და ამბობს, რომ არ იღებენ, რასაც ჰპირდებოდნენ უკრაინას. ხომ ამას ჰპირდებოდნენ? ისინი არ იტყუებიან იმას, რომ სოფლები და ქალაქები, სამწუხაროდ, მიწასთან არის გასწორებული. გასწორებული არის, ხომ? ისინი არ იტყუებიან იმას, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს, რასაც ასევე ჰპირდებოდნენ უკრაინას ომის დაწყების დღიდან და ასობით მილიარდ დოლარზეა საუბარი, გადასცემდნენ უკრაინას, ხომ? არ იტყუება „იმედი“ და ამბობს, რომ არა, არ გადასცემენ, იმიტომ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. პირიქით რომ ამბობდეს „იმედი“ და იგივე „პოსტივი“, რომ უკრაინა ამარცხებს რუსეთს და იმ ზღაპარში აცხოვრონ ჩვენი ტელემაყურებელი, რა ზღაპარშიც ამ ოლიგარქიული არაფორმალური მმართველების მეინსტრიმ მედია აცხოვრებდა ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მსოფლიოს და, მადლობა ღმერთს, ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, თორემ დღემდე ასე გაგრძელდებოდა. მაგ შემთხვევაში პირიქით, ოქროს მედალს დაჰკიდებდნენ, ყოჩაღ, რა მაგრად საქმიანობ და ასე გააგრძელე საქმიანობაო.
ამაზე გვაქვს საუბარი და ვისი იმიჯი უნდა დაზიანდეს? ამით ისევ მათი იმიჯი ზიანდება, ვისმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც რაღაც ზღაპარი შემოაგდო, რომ „კამიტით“ დაგვიწამლავს თურმე საქართველოს მოსახლეობა. კარგი, საქართველო გვერდზე გადავდოთ, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტზეა საუბარი, რომელიც უჩივის და ედავება რამდენიმე მილიარდს. BBC-მ ბოდიში მოიხადა და აღიარა ის, რომ ბატონ ტრამპთან დაკავშირებით დეზინფორმაცია იყო გავრცელებული. როგორ არ რცხვენიათ?“ – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა სპეციალურად, მას შემდეგ, რაც გამოძიება დაასრულა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა, ღია შეთავაზება გააკეთა და ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია.
„ნებისმიერი საერთაშორისო აქტორს, რომელიც რელევანტურია გამოძიებასთან, შეუძლია, ჩამობრძანდეს და აბსოლუტურად ყველა მასალას მიაწვდის მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. რატომ არავინ არ გამოეხმაურა? იმიტომ, რომ იციან, ეს რომ ზღაპარია. ახლა ვინმე ჩამოვიდეს, საერთაშორისო საგამოძიებო უწყება და დადასტურდეს, რომ ზღაპარზე ლაპარაკობდა BBC, ხომ თვითონ მოიჭრიან თავის თავს და არ უნდათ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
1772082790
საზოგადოებადიდი ბრიტანეთის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან
დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდ...
1772053526
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი
„ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ - ხშირად ხდება, რომ რეზოლუციებს ვუერთდებით, არის დოკუმენტები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინცი...
1772051111
ახალი ამბებიაშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში დონალდ ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუკგვერდ...
1772050591
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ელჩებზე: როგორ გაბედა საქართველომ და დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, გადაარჩინა ქვეყანა სისხლისმღვრელი ომისგან, ეს ვერ აიტანეს
„არამხოლოდ ღიად მოგვიწოდებდნენ [რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ], თავიანთ აგენტურაზე დაყრდნობით და შემდეგ სირბილით თავიანთი მაღალჩინოსნების რუსთაველის გამზირზე, არამედ სახელმწიფო გადატრიალებაში იღ...
1772049450
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა
„2007 წელს ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხან თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას“, - განაცხადა გად...





























