კირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია

ვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია უკვე მეათედ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოროტ ძალასთან თავიანთი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად ჩვენი ქვეყნის და ქვეყნის ინტერესების შეწირვას. ეს ძალიან კარგად უნდა გაიგონ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი Live“.

კირცხალია ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის დღევანდელი მმართველობა დროებითია და არ შეესაბამება იმ ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, რომლებზეც ადრე იდგა ევროპა და დიდი ბრიტანეთი.

მისივე თქმით, სანქციები სუვერენულ ქვეყანაზე მიზანმიმართულ თავდასხმად აღიქმება და ასეთი ნაბიჯები მათთვისვეა კონტრპროდუქტიული.

„კაია კალასი და დიდი ბრიტანეთის დღევანდელი მმართველობა არ არის მუდმივი და არ არის ის ღირებულებები, რაზეც დიდი ბრიტანეთი და ევროპა იდგა. ჩვენი მხრიდან გამორიცხულია ნებისმიერი პოზიციის დათმობა, რომელიც ოდნავ მაინც შეარყევს იმ მტკიცე და ეროვნულ კურსს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს არჩეული. თითოეულ მათ ასეთ პასუხზე და თითოეული მათი ასეთი შემოტევა და თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე, თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე, თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, სუვერენიტეტზე იქნება არა პროდუქტიული, არამედ კონტრპროდუქტიული მათთვის. ჩვენ ამას როგორც სანქციას ისე არ განვიხილავთ, ნურას უკაცრავად. ეს არის სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა.

თითოეული მათი გადადგმული ბინძური ნაბიჯი, რომელსაც სანქციით ფუთავენ, ეს არ არის სანქცია, ეს არის თავდასხმა დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაზე. დღეს, იმ ყველაფერთან, იმ ბევრ სიბინძურესთან ერთად გაბედეს და თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ მედიას დაარტყეს. ეს დღეს გაბედეს ამათმა და როდესაც ამ ყველაფერს ბედავენ როგორ უნდა ვთქვა, რომ პროდუქტიულია- კონტრპროდუქტიულია“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772088245

ახალი ამბები

ქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ავრცელებს.  თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევისას დაშავდა ერ...

დაკავება, პოლიცია

1772087974

მსოფლიო

მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებით სურს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი და არა სამხედრო მიზნებისთვის სურს. „თუ შენ დაინტერესებული ხარ მშვიდობიანი ბირთვუ...

 მარკო რუბიო

1772085362

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ცირკი გრძელდება და მათთვისვე არის ეს კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად კნინდება ეს ინსტიტუტი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენა შეაფასა. მისი თქმით, ანგარიშიც ავტორი - რასა იუკნევიჩიანე...

ლევან მაჭავარიანი

1772084708

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში

26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს,...

ამინდი პროგნოზი

1772083412

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთს ვერ და არ შეუძლია ჩვენი ოკუპაცია. მათ ვერ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენთვის ეს გამარჯვებაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია, შესაბამისად მოსკოვი დამარცხდა, ხოლო კიევმა გაიმარჯვა. „რუსეთს ვერ და არ შეუძლია ჩვენი ოკუპაცია. მათ ვერ გაიმ...

ზელენსკიზელენსკი