ლევან მაჭავარიანი: ძალიან კარგია, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს, ისევე, როგორც ბატონმა ჯეი დი ვენსმა წლის დასაწყისში
„ძალიან კარგია, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს, ისევე, როგორც ბატონმა ჯეი დი ვენსმა წლის დასაწყისში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების კრიტიკის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ.
„ძალიან კარგია, რომ ყველაფერი ასე დაუტრიალდათ იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში შევახსენებ საზოგადოებას როგორ უხეშად ერევიან ევრობიუროკრატები ჩვენს შიდა საქმეებში, მართლმსაჯულებაში. გვკარნახობენ რა კანონი უნდა მივიღოთ, რა კანონი - არა. აგზავნიან აქ დელეგაციებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისამთავრობო მიტინგებზე და ეს არის ყოვლად დაუშვებელი.
ძალიან კარგია, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს, ისევე, როგორც ბატონმა ჯეი დი ვენსმა წლის დასაწყისში, როდესაც მისი ცნობილი გამოსვლა იყო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
შეერთებული შტატების კრიტიკის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ. ახლა ანტონიუ კოშტა და კაია კალასი ირწმუნებიან, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან და რომ ჩარევა ცუდია. საქართველოს მაგალითი კი საპირისპიროს აჩვენებს. კალასის არაერთი განცხადებაა, რომლებიც სწორედ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ადასტურებს. პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში.
1765365716
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს
„ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. პრემიერის თქმი...
1765365362
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვაქვს გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას
„გვაქვს გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას“, - განაცხადა საქართველოს პრემ...
1765364328
საზოგადოებაპრემიერი გალში საბაჟოს მშენებლობაზე: წინა ხელისუფლების პირობების დროს იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი გაჩერებულია
წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო შეთანხმება,...
1765360410
მსოფლიოBBC-მ აღიარა, რომ საკუთარი ტელემაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, როცა გამოაცხადა, რომ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა მის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსს სახეში ესროლონ
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, BBC-მ აღიარა, რომ საკუთარი ტელემაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, როცა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა მის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკ...
1765358464
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, რაც საამაყო საქმეა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და წარმოჩენისთვის
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ეს განსაკუთრებული მომენტია ჩვენი ერისთვის და კულტურისთვის, - ამის შესახე...


























