ირაკლი კირცხალია ანტონიუ კოშტასა და კაია კალასის განცხადებებზე: არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში
არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან.
უმრავლესობის ლიდერი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების კრიტიკის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ.
„როდესაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მათ ქმედებებს, განცხადებებს, მათ მიერ მიცემულ დავალებებს გადავავლებთ თვალს მათი აგენტურისთვის, არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ყველამ კარგად ვნახეთ რა ხდება უკრაინაში და რა პოლიტიკით დაიგეგმა ის ყველაფერი, რა მდგომარეობაშიც ახლაა. კარგად ვნახეთ რა სურვილი ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მისამართით“, - აღნიშნა კირცხალიამ.
შეერთებული შტატების კრიტიკის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ. ახლა ანტონიუ კოშტა და კაია კალასი ირწმუნებიან, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან და რომ ჩარევა ცუდია. საქართველოს მაგალითი კი საპირისპიროს აჩვენებს. კალასის არაერთი განცხადებაა, რომლებიც სწორედ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ადასტურებს. პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში.
1765365783
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ძალიან კარგია, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს, ისევე, როგორც ბატონმა ჯეი დი ვენსმა წლის დასაწყისში
„ძალიან კარგია, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს, ისევე, როგორც ბატონმა ჯეი დი ვენსმა წლის დასაწყისში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდ...
1765365716
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს
„ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. პრემიერის თქმი...
1765365362
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვაქვს გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას
„გვაქვს გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას“, - განაცხადა საქართველოს პრემ...
1765364328
საზოგადოებაპრემიერი გალში საბაჟოს მშენებლობაზე: წინა ხელისუფლების პირობების დროს იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი გაჩერებულია
წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო შეთანხმება,...
1765360410
მსოფლიოBBC-მ აღიარა, რომ საკუთარი ტელემაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, როცა გამოაცხადა, რომ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა მის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსს სახეში ესროლონ
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, BBC-მ აღიარა, რომ საკუთარი ტელემაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, როცა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა მის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკ...



























