პრემიერი: სპეკულანტობის პრაქტიკა მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ენერგეტიკის სექტორში, ჩვენი გენერაცია 3 200 მგვტ იყო 2012 წელს, გაიზარდა, დაახლოებით, 4 700 მგვტ-მდე და ჩვენი სურვილია, 8 000 მგვტ-მდე ავიდეთ 4-წლიან პერსპექტივაში
სპეკულანტობის პრაქტიკა მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ენერგეტიკის სექტორში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, დამკვიდრებული იყო არაერთი მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის - გადაყიდვები.
„იყო მანკიერი პრაქტიკები სხვადასხვა მიმართულებებით, რასაც ჩვენ ვებრძოდით ამ თვეების განმავლობაში და ეს ყველაფერი ნელ-ნელა იწმინდება. მაგალითისთვის - ეს იყო გადაყიდვების პრაქტიკა. ანუ, ჰაერზე გაიცემოდა ნებართვები, ხდებოდა კონკრეტული ტერიტორიების მონიშვნა, სადაც შეიძლებოდა აშენებულიყო ჰესი, ან ჰესის სადგური, ან ქარის სადგური და, რეალურად, ნულიდან ცდილობდნენ კონკრეტული ადამიანები ნებართვის გადაყიდვას საკმაოდ დიდ ფასებად. 1 მგვტ-ში შეეძლოთ, აეღოთ 20 000 აშშ დოლარი.
ეს პრაქტიკა იყო, მაგალითად, ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ენერგეტიკის განვითარება. ჩვენი სურვილია, მთლიანად გავხსნათ ეს პროცესი, მათ შორის, მთლიანად აღმოიფხვრება გადაყიდვის პრაქტიკა, სპეკულანტობის პრაქტიკა მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ამ სექტორში. გარდა ამისა, გვაქვს ეჭვი, რომ ხელოვნურად ფერხდებოდა გარკვეული ნებართვების გაცემა, ხან პირიქით, ხელოვნურად ჭარბად გაიცემოდა გარკვეული ნებართვები. ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს, გაიფილტროს და მთლიანად უნდა გაიხსნას პროცესში. ჩვენ გვჭირდება სერიოზული შედეგების მიღწევა ენერგეტიკის სფეროში, დღეს, ჩვენი გენერაცია, დაახლოებით, არის 4 700 მგვტ, 3 200 იყო 2012 წელს და გაიზარდა, დაახლოებით, 4 700-მდე და ჩვენი სურვილია, 8 000-მდე ავიდეთ 4-წლიან პერსპექტივაში, რაც ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა რეალურია. დღეს, არის გაცემული 15 000 მგვტ-ზე მთლიანობაში ნებართვები, პროცესები არის დაწყებული, თუ ჩვენ გავხსნით პროცესს, ეს მიზნები არის მიღწევები და სწორედ ამას ემსახურება დავალიანებების ჩამოწერა, რაზეც დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება,“- განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც ენერგორესურსების ნაწილში რუსეთზე დამოკიდებულებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ გენერაცია შესაბამის ნიშნულამდე გაიზრდება, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, გახდეს სრულად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით.
„ჩვენ თუ გავზრდით გენერაციას შესაბამის ნიშნულამდე, ეს ნიშნავს, რომ ვიქნებით სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა დარჩება დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე, ნავთობზე, სადაც რესურსები ჩვენ არ გვაქვს. როცა საუბარია თვითკმარობაზე, აქ იგულისხმება 12 თვის განმავლობაში თვითკმარობა, ანუ პრინციპულ თვითკმარობაზეა საუბარი, სრულ თვითკმარობაზე. ასეთ შემთხვევაში, უკვე მეტი საექსპორტო ელექტროენერგია შეიძლება, შეიქმნას ქვეყანაში. ამას სჭირდება პროცესების დაჩქარება, ბოლო 4 წლის განმავლობაში მაინცდამაინც სწრაფად არ წარიმართებოდა პროცესები, თუმცა იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მივიღეთ, არსებითად დაჩქარდება პროცესები. მეტი ინვესტიციები ჩაიდება ჩვენი მხრიდანაც, 349 მლნ ლარი დაიზოგა მარტო პროექტების ოპტიმიზაციის შედეგად, მაგალითად კადრების ოპტიმიზაციის შედეგად და სხვა მიმართულებებით, წლიურ ჭრილში იზოგება 25 მლნ ლარი, 4 წელიწადში ეს არის 100 მლნ და ესეც ჩაბრუნდება სისტემის განვითარებაში, მოხმარდება ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1765365783
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ძალიან კარგია, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს, ისევე, როგორც ბატონმა ჯეი დი ვენსმა წლის დასაწყისში
„ძალიან კარგია, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს, ისევე, როგორც ბატონმა ჯეი დი ვენსმა წლის დასაწყისში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდ...
1765365716
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს
„ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. პრემიერის თქმი...
1765365362
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვაქვს გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას
„გვაქვს გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას“, - განაცხადა საქართველოს პრემ...
1765364328
საზოგადოებაპრემიერი გალში საბაჟოს მშენებლობაზე: წინა ხელისუფლების პირობების დროს იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი გაჩერებულია
წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო შეთანხმება,...
1765360410
მსოფლიოBBC-მ აღიარა, რომ საკუთარი ტელემაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, როცა გამოაცხადა, რომ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა მის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსს სახეში ესროლონ
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, BBC-მ აღიარა, რომ საკუთარი ტელემაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, როცა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა მის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკ...


























